| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბავშვთა უფლებების კოდექსის კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯის სასტიკი ან სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას როგორც ოჯახში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სისტემასა და ყველა სხვა სივრცეში, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა, ნანა ჩაფიძემ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, დღეს ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტი წარადგინა.
ნანა ჩაფიძის თქმით, დღემდე არსებული კანონმდებლობით, ფიზიკური დასჯა ხშირად გამოიყენება დისციპლინის ზომად როგორც ოჯახში, ასევე სხვა სივრცეში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
„ეს გამოავლინა როგორც 2013 წელს ჩატარებულმა „იუნისეფის“ კვლევამ ძალადობის შესახებ, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშმა. კანონმდებლობით პირდაპირი აკრძალვა ფიზიკური დასჯის ან სხვა სახის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბავშვის მიმართ დისციპლინის სახით არ არის არც ერთი დღეს არსებული კანონით გათვალისწინებული. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს პირდაპირ და კონკრეტულ აკრძალვას, ასევე მოიცავს ძალადობის სხვა მძიმე ფორმებისგან ბავშვის დაცვის გარანტიებს, როგორიც არის შეტყობინების ეფექტური მექანიზმები, ასევე სერვისები და პროგრამები, რომელიც უნდა შეთავაზოს ბავშვს ამა თუ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება ძალადობის ან სხვა უფლებების დარღვევის მსხვერპლი“, - განაცხადა ჩაფიძემ.
ბავშვის უფლებათა კოდექსი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციისთვის. კოდექსი იქნება სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტი ყველა სახელმწიფო ორგანოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, საერთო სასამართლოებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის ბავშვთა საკითხებზე მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი
სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღების შემდეგ, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტზე მუშაობა დასრულდება და ის ინიცირებული იქნება პარლამენტში შემდგომი განხილვების და მიღებისთვის. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. ასევე დაგეგმილია კანონპროექტის საჯარო პრეზენტაციები, დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებთან განხილვის პროცესში მათი მონაწილეობის მიზნით, მოსახლეობის ინფორმირება.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ