სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა იგეგმება განათლების სისტემის გარეთ დარჩენილ​ 46 ათას ახალგაზრდასთან დაკავშირებით
04-02-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში 40 ათასზე მეტი ახალგაზრდაა განათლების სისტემის გარეთ დარჩენილი, რომლებსაც არც სკოლა აქვთ დამთავრებული და არც პროფესიულ სასწავლებელში უსწავლიათ.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტრო პირველ რიგში იზრუნებს, რომ დაეხმაროს იმ ახალგაზრდებს, რომლების ბოლო წლების განმავლობაში სისტემის გარეთ აღმოჩნდნენ და შრომით ბაზარზე არაკონკურენტუნარიანნი არიან.

„ერთი-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ხაზი უნდა გავუსვათ არის ბოლო წლების სტატისტიკა. გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებიც სკოლას ამთავრებენ ან პროფესიულ პროგრამებზე ირიცხებიან, გვყავს ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ შეძლეს CAT- ის გამოცდების ჩაბარება და როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, 46 ათასამდე ბავშვი ჰაერშია დარჩენილი.

ეს არიან ის ბავშვები, რომლებმაც არც სკოლა აქვთ დამთავრებული და არც პროფესიულ პროგრამაზე არიან ჩარიცხულნი. პრაქტიკულად ამ პერიოდის განმავლობაში, ხელი შევუშალეთ, რომ რომელიმე საგანმანათლებლო სისტემაში მოხვედრილიყვნენ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც სასწრაფოდ ვიწყებთ მუშაობას, არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ამ ბავშვებს შესაძლებლობა პროფესიული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ", - განაცხადა მინისტრმა და იმ გზების შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ ახალგაზრდებს პროფესიის შეძენაში დაეხმარებათ.

პირველი გზა, არის, რომ მათ დაძლიონ მინიმალური მოთხოვნები და სკოლა დაამთავრონ. ეს არის ერთი გზა, რომ შემდგომ უმაღლესში ჩაბარება შეძლონ;

მეორე გზა, რომელიც ჰქონდათ, მაგრამ უფრო აქტიურად უნდ ვიმუშაოთ რომ უფრო ფართოდ დავანახო ეს საშუალება - პროფესიულ სასწავლებლებში მათი ჩართვა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს ამის მატერიალური რესურსი, რომ ბევრ ბავშვს მივცეთ რეალური პროფესია;

მესამე გზა, რომელსაც მარტიდან შევთავაზებთ ამ ახალგაზრდებს, არის გადამზადების პროგრამები.

პირველ რიგში გვინდა დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომელიც ამ წლების განმავლობაში სისტემის გარეთ დავტოვეთ. ჩვენი ხედვით ამ ათიათასობით ბავშვს მაქსიმალურად უნდა გავუჩინოთ შესაძლებლობა, რომ დავაბრუნოთ საგანმანათლებლო სისტემაში, რათა ელემენტარული პროფესია და ის უნარ-ჩვევები გავუჩინოთ, რომელიც მათ დაეხმარება სხვადასხვა კუთხით დასაქმებაში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე იხილეთ: პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება