TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი სამი დღის განმავლობაში
03-02-2019
-
+


უახლოესი 3 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უნალექო, აღმოსავლეთში კი ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15/17-22 მეტრი/წამში, ჰაერის ტემპერატურა ბარში -  ღამით +2°, დღისით +19° იქნება, მთაში ღამით -4°, დღისით +15°, მაღალმთიან რაიონებში კი - ღამით -11°, დღისით  +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ზოგან ნისლი და თოვლჭყაპი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15/17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით -3°, დღისით +11° იქნება, მთაში ღამით -9°, დღისით +10°, მაღალმთაში ღამით -10°, დღისით +0°.

დედაქალაქში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰარის ტემპერატურა 0, +9 გრადუსი იქნება.

5 თებერვალს დასავლეთ საქართველოს ბარში უნალექო ამინდი, მთაში კი ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15/20-25მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +2, +19, მთაში -3, +16, მაღალ მთაში -7 , +10 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, მთაში კი შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი, მაღალმთაში კი - მცირე თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15/17-22  მეტრი/წამში.

ჰაერის ტემპერატურა ბარში -1°, +10 °, მთაში -9°, +10°, მაღალმთიან რაიონებში -9°, +3° იქნება. 

თბილისში ჰაერი ღამით +1, დღისით კი +7-გრადუსამდე გათბება. 

6 თებერვალი როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +4, +20 გრადუსი იქნება, მთაში -5, +16, მაღალ მთაში -9, +10 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3, +13, მთაში -7, +9, მაღალ მთაში -12 ,+3 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილისში ღამით 0° იქნება, დღისით კი +12 გრადუსამდე დათბება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება