TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ჰოლივუდის 10 ყველაზე განათლებული ვარსკვლავი
31-01-2019
-
+


ბევრ ცნობილი ადამიანს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც შოუ-ბიზნესში ბავშვობიდან არიან, თავის დროზე არჩევანის გაკეთება მოუწიათ: აეწყოთ კარიერა ან განათლება მიეღოთ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც კასტინგებისა და გადაღებების პარალელურად ლექციებზე დადიოდნენ და გამოცდებს აბარებდნენ.

ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანმა ექვსი ენა იცის, მისი სტატიები კი სამეცნიერო ჟურნალებში ორჯერ გამოქვეყნდა. იგი ჰარვარდის პირველი კურსდამთავრებულია, რომელმაც „ოსკარი“ აიღო. აღსანიშნავია, რომ ჰარვარდში, ზედმეტი ყურადღება რომ არ მიეპყრო, ნამდვილი გვარით ჰერშლაგით სწავლობდა. მსახიობს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი აქვს.


ემა უოტსონი

„ჰარი პოტერის“ ვარსკვლავმა აშშ-ს ბრაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა სპეციალობით - „ინგლისური ლიტერატურა“ და ბაკალავრის ხარისხი აიღო. ემა უოტსონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩია და ხშირად ქალთა უფლებების დასაცავად სიტყვით გამოდის. 


ედვარდ ნორტონი

ედვარდ ნორტონმა იელის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, ბაკალავრის ხარისხით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იაპონიაში ბაბუის კომპანიაში -  Enterprise Foundation სამუშაოდ გაემგზავრა. იქ მსახიობმა იაპონური ენის ცოდნა სრულყო და იაპონური საბრძოლო ხელოვნება აიკიდო აითვისა.


ჯოდი ფოსტერი

ჯერ კიდევ ბავშვობაში ჯოდი საკუთარ თანატოლებს ინტელექტუალური განვითარებით უსწრებდა. მსახიობმა კითხვა სამი წლის ასაკში ისწავლა. ფოსტერი ლოს-ანჯელესში ფრანგულ ლიცეუმში სწავლობდა, სადაც ფრანგული ენა ისწავლა. ერთ დროს იგი ფრანგული კინოგაქირავებისთვის ფილმებსაც ახმოვანებდა. იელის უნივერსიტეტში მსახიობმა ლიტერატურის დარგში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, 12 წლის შემდეგ კი უნივერსიტეტმა მას სახვითი ხელოვნების საპატიო დოქტორის სტატუსი მიანიჭა.

მსახიობი ასევე საუბრობს იტალიურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე. 


ჯერიმს ფრანკო

მიუხედავად სკანდალური რეპუტაციისა, ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ჰოლოვუდის ვარსკვლავი ჯეიმს ფრანკოა. მან კალიფორნიის უნიერსიტეტში ინგლისური ენის ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში ლიტერატურის მაგისტრის კურსზე სწავლობდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლაში კი ფილმწარმოება შეისწავლა.


დევიდ დუჰოვნი

სკოლის მაღალ ქულებზე დამთავრების შემდეგ, მსახიობმა პრინსტონის უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. დევიდ დუჰოვნი იელის უნივერსიტეტის ასპირატურაში სწავლობდა და ინგლისური ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. იგი უკვე დოქტორის ხარისხის დაცვას აპირებდა, როდესაც კასტინგებზე დაპატიჟეს და სწავლა შეწყვიტა.


კეიტ ბეკინსეილი

მსახიობი თავისუფლად საუბრობს რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მსახიობი ფრანგულ და რუსულ ლიტერატურას ოქსფორდში სწავლობდა, მაგრამ სამეცნიერო ხარისხი არ მიუღია.


სინდი კროუფორდი

ტოპ-მოდელმა უმაღლესი სკოლა მაღალი ქულებით დაამთავრა და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში აკადემიური სტიპენდია აიღო. სინდი კროუფორდი ქიმიკოსი გამოვიდოდა, სამოდელო ბიზნესის გამო სწავლა რომ არ მიეტოვებინა.

მეთ დეიმონი

მეთ დეიმონმა ჰარვარდი მიატოვა, რომ კინოკარიერისთვის მიეხედა, მაგრამ უნივერსიტეტმა წლების შემდეგ იგი განსაკუთრებული ჯილდოთი - Harvard Arts Medal დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ სასცენო ოსტატობის ერთ-ერთ გაკვეთილზე მეთმა „ჭკვიანი უილ ჰანტინგის“ სცენარი დაწერა, რომელიც შემდეგ ბენ აფლეკთან ერთად სრულყო.


ორლანდო ბლუმი

ორლანდო ბლუმი მსახიობობით ბავშვობიდან იყო გატაცებული, მაგრამ არც წიგნები დავიწყებია. თავიდან მან მშობლიურ კენტის საგრაფოში უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც მოგვიანებით დოქტორის ხარისხი აიღო. მსხიობის პროფესიას ბლუმი ასევე სერიოზულად მიუდგა იგი ლონდონში გაემგზავრა სადაც დრამატული ხელოვნების ბრიტანულ-ამერიკულ აკადემიაში ჩააბარა. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება