TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მანდატურის სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
25-01-2019
-
+


მანდატურის სამსახურის უფროსის ახალ მოადგილედ ნინო შატბერაშვილი დაინიშნა, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას გუშინდელი დღიდან შეუდგა.

როგორც etaloni.ge-ს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში განუცხადეს. ნინო შატბერაშვილი ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრის მიმართულებით დაინიშნა.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ლევან ზარდალიშვილი, რომელიც სამწუხაროდ, 2018 წლის სექტემბერის თვეში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ნინო შატბერაშვილი სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე იყო.

„ვინაცვლებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, საკურაციო სფეროდ მათი ფსიქოლოგიური მომსახურების სამსახური მაქვს განსაზღვრული. ახალ როლში ვინაცვლებ რწმენით, რომ მხარდამჭერი პროფესიის წარმომადგენელთა ხმა უფრო გაძლიერდება და მათი საკეთებელი საქმე უფრო აღიარებული იქნება ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფთან სამუშაოდ - ბავშვებთან და მოზარდებთან საგანმანათლებლო სივრცეში. ამ იმედს ჩემი გამოცდილებაც მიძლიერებს. ამასთან, დღეს, როდესაც სოციალური მუშაობის განათლების სისტემაში გაძლიერება კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ჩემს ჯაფას ამ სექტორში ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ. ეს ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტ, რასაკვირველია, ვრჩები გამგეობის რიგით წევრად, მუდმივად კონტაქტში ვიქნები თქვენთან და დარწმუნებული ვარ არა ერთ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ერთად“, - წერს ნინო შატბერაშვილი სოციალურ მუშაკთა ასოციაციის „ფეისბუქ გვერდზე“.

დღეის მდგომარეობით, მანდატურის სამსახურის უფროსს 3 მოქმედი მოადგილე ჰყავს, ხოლო ერთი მოადგილის ადგილი ამ დრომდე ვაკანტურია.

მოქმედი მოადგილეები არიან: I მოადგილე - გიორგი კილაძე, მონიტორინგის სამმართველოს მიმართულებით მოადგილე - ნუგზარ მამულაშვილი და ფსიქოლოგიური მომსახურეობის მიმართულებით მოადგილე - ნინო შატბერაშვილი. თავისუფალია ერთი მოადგილის ადგილი, რომელიც მანდატურების კურატორობის მიმართულებით უნდა დაინიშნოს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მანდატურის სამსახურს ვაკანსია ჯერ არ გამოუცხადებია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება