TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია
23-01-2019
-
+


ბათუმის N31 საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. 

როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა შამილიშვილმა etaloni.ge-ს განუცხადა, აღნიშნულ ფაქტს საბავშვო ბაღში არსებული სპეციალური დისციპლინური კომისია სწავლობს, გადაწყვეტილება კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდანაც მალე გამოწერენ.

„გრიპის სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით, რის გამოც საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფში ყოველ დღე ტარდება დეზინფექცია. იმ დილითაც ძიძამ ბავშვების მოსვლამდე ჩაატარა დეზინფექცია, დარჩენილი ხსნარი, რომელიც წყალში იყო გაზავებული სამზარეულოში შეიტანა, რომ შესანახ კონტეინერში ჩაესხა უკან, რა დროსაც ბავშვმა წყალი მოსთხოვა. წყლის ასავსებად რომ შეტრიალდა ძიძა, ინსტიქტურად სინჯარა მაგიდაზე დაუდია და სანამ ჭიქა წყლით აავსო და შემოტრიალდა, ბავშვს სინჯარა პირთან ჰქონდა მიტანილი. ამის შემდეგ სასწრაფო გამოვიძახეთ და ყველაფერი გავაკეთეთ“, - განაცხადა მამუკა შამილაშვილმა.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, ბათუმის N31 საბავშვო ბაღში 35 აღსაზრდელს 2 აღმზრდელი ერთი ძიძა პატრონობს.

ექიმების ცნობით, რთული შემთხვევა იყო - ბავშვი ვერ ჭამდა, რადგან პირის ღრუ დამწვარი ჰქონდა, ახლა კი  გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

თავდაპირველად ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკის ბათუმის ფილიალში მიიყვანეს, მაგრამ შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. 

შემთხვევა 21 იანვარს დილით მოხდა.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება