სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია - მასარუ იბუკას აღზრდის 25 პრინციპი
23-01-2019
-
+


იაპონელი მასარუ იბუკა პედაგოგი არ ყოფილა. ბიზნესმენმა, მევიოლინემ და კომპანია Sony-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ღრმად შეისწავლა ბავშვთა ფსიქოლოგია და შედეგად ბავშვთა ადრეული განვითარების უნიკალური მეთოდიკა შექმნა. 

მასარუ იბუკას პედაგოგიური შედევრის - „სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“ შექმნა მისმა მასწავლებელმა იაპონელმა მევიოლინემ შინიტი სუძუკიმ შთააგონა, რომელიც ხშირად იმეორებდა: „არ არსებობენ ჩამორჩენილი ბავშვები ყველაფერი დამოკიდებულია სწავლების მეთოდზე“.



თავად იბუკა ყოველთვის ამბობდა: „ადრეული განვითარების მთავარი მიზანი არის ბედნიერი ბავშვების აღზრდა. ბავშვს ასმენინებენ კარგ მუსიკას და ასწავლიან უცხო ენას არა იმისთვის, რომ ლინგვისტი ან მუსიკოსი აღზარდონ. მთავარია ბავშვს მისი უსაზღვრო შესაძლებლობები განვუვითაროთ, რომ უფრო მეტი სიხარული იყოს მის ცხოვრებასა და და მსოფლიოში“.

არ დაკარგოთ დრო



წიგნში - „სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“ ავტორი აღნიშნავს, რომ 3 წელი არის ასაკი, როდესაც ბავშვის ტვინი თავის ზრდასრული პოტენციალის 80%-ს აღწევს. თუ მივცემთ ბავშვს იმას, რაც საჭიროა და როდესაც საჭიროა, იგი ჭკვიანი გაიზრდება და მტკიცე ხასიათი ექნება.

მასარუმ სამ წლამდე ბავშვის აღზრდის 25 საკვანძო პრინციპი ჩამოაყალიბა.

მასარუ იბუკას აღზრდის 25 პრინციპი



1. ხშირად აიყვანეთ ბავშვი ხელში. ტაქტილური ურთიერთობა დიდი როლს თამაშობს ბავშვის გონებრივ განვითარებაში.

2. ბავშვს თქვენს საწოლში ძილის უფლება მიეცით. ერთობლივი ძილი ბავშვზე განმავითარებელ გავლენას ახდენს.

3. ენას ნუ მოიჩლექთ. ესაუბრეთ ბავშვს გამართულად. 

4. ამეცადინეთ ბავშვი ყოველ დღე. რადგან დღეში ერთი გაკვეთილიც კი საოცარ შედეგებამდე მიგვიყვანს.

5. ნუ იჩხუბებთ ბავშვის თანდასწრებით. ბავშვი გრძნობს ნეგატივსა და შფოთვას.

6. წაახალისეთ შვილის სხვა ბავშვებთან ურთიერთობის სურვილი. ეს შესანიშნავად ასტიმულირებს ბავშვის გონებას, შეჯიბრობითობას და მისწრაფებას იყოს პირველი. 

7. ბავშვს სჭირდება არა მხოლოდ დედა, არამედ მამაც. არ უნდა იყოს არანაირი შეზღუდვა მამისა და ბავშვის ურთიერთობაში.


8. არ აუკრძალოთ ბავშვს საკუთარი ინტერესების დაცვა და კინკლაობაც კი. კამათი ავითარებს ურთიერთობის უნარს.

9. შეაქეთ და დასაჯეთ სიფრთხილით. შეაქეთ საქმისთვის, განსაკუთრებით ბიჭუნები, დასაჯეთ იშვიათად.

10. არ მოახვიოთ ბავშვს თავს საკუთარი კარგი და ცუდი. დაე, ბავშვმა თქვენი დახმარებით თავად დააგროვოს ცხოვრებისეული გამოცდილება  და დროსთან ერთად თავად დაიწყებს კარგისა და ცუდის გარჩევას.

11. გაუღვივეთ და მხარი დაუჭირეთ ბავშვის რაიმესადმი ინტერესს. შექმენით ამისთვის აუცილებელი პირობები.

12. გადაიმეორეთ განვლილი მასალა. ეს ჩამოაყალიბებს სწორ სქემებს ბავშვის ტვინში.

13. არ ჩათვალოთ ბავშვური ფანტაზიები სულელურად. ოცნებისა და ფანტაზიორობის უნარი ბავშვის შემოქმედებით პოტენციალს აყალიბებს.

14. ასწავლეთ ლექსები. ეს მეხსიერებას ავარჯიშებს.

15. ბავშვს გარს კაცობრიობის საუკეთესო ქმნილებები შემოარტყით. უსმინეთ კლასიკურ მუსიკას, აჩვენეთ ხელოვნების ნიმუშები, წაიკითხეთ მხატვრული ლიტერატურა.


16. არ შეზღუდოთ ბავშვი. ყველაფერი, რასაც ბავშვი ხელით აკეთებს, ავითარებს მის ინტელექტსა და შემოქმედებითობას.

17. სტიმული მიეცით ბავშვში არასტანდარტული აზროვნების გამოვლინებას. სტანდარტები სტანდარტულ ადამიანს ზრდის.

18. არ უყიდოთ ბავშვს ყველაფერი, რასაც ითხოვს. სათამაშოების სიჭარბე ბავშვის ყურადღებას უფანტავს, შედეგად მისთვის რთული იქნება სწავლა. 

19. განავითარეთ ტაქტილური შეგრძნებები. შესთავაზეთ ბავშვს სხვადასვა მასალისგან დამზადებული ნივთების შეხება - რბილის და მყარის, მძიმისა და მსუბუქის, პრიალასა და ბეწვიანის და ა.შ.  

20. შესთავაზეთ ბავშვს დეტალებიანი სათამაშოები. ბავშვი დიდ სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ მან თავად შეძლო მისი შეგროვება. მზა სათამაშოების ეპოქაში ეს დიდი იშვიათობაა.

21. განავითარეთ ბავშვის წვრილი მოტორიკა - ძერწვით, აპლიკაციებით, ფიგურების გამოჭრითა და დალაგებით.

22. იარეთ ბავშვთან ერთად. სიარული ძალიან სასარგებლოა, რადგან სიარულის დროს ჩართულია სხეულის 400 კუნთი 639-დან.

23. არ ელოდოთ ბავშვისგან შედეგს. რადგან ბავშვისთვის მნიშვნელოვანია პროცესი და არა შედეგი. დაე, იშრომოს იმდენი, რამდენიც მას აინტერესებს.



24. არ აიძულოთ ბავშვი. როდესაც მას საკუთარი ნების საწინააღმდეგოს კეთებას ვაიძულებთ, თვითრწმენას ვუქვეითებთ.

25. არ მოექცეთ ბავშვს, როგორც თქვენს საკუთრებას. ეს ასე არ არის. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვმა საკუთარი ძალების რწმენა დაკარგოს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდა გაუქმდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას აკრიტიკებს სახალხო დამცველი და შენიშვნები აქვს სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე

ეროვნულებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან დაიწყება - NAEC

პიროვნება
სკოლები

გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი, კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარებას

 

 

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება