TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა უმოკლეს დროში უნდა გადაიჭრას - მიხეილ ბატიაშვილი გიგი უგულავას პასუხობს
23-01-2019
-
+


„მოსწავლეთა ზოგადსანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი უსაფრთხო გადაადგილება უმნიშვნელოვანესი საკითხია“.

ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საპასუხოდ განაცხადა. უგულავას ცნობით, 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია. 

„სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს, რათა აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს. ეს პრობლემა გადაიჭრება და ჩვეულებრივად აღდგება ის რეჟიმი, რომ სკოლებში ბავშვების ტრანსპორტით მიყვანა მოხდება ძალიან სწრაფად ყოველგვარი პრობლემის გარეშე“,-ამბობს ბატიაშვილი.

ტენდერის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით კი ბატიაშვილმა აღნიშნა: „მოგეხსენებათ, რომ არის რეგულაციები. ერთია კანონის მოთხოვნა, თუმცა, ისიც გვესმის, რომ კანონის მოთხოვნასთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ ეს პრობლემა. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი კანონიერების ფარგლებში,  რომ ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოხდეს“.

გიგი უგულავას განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 28 დეკემბერს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესახებ არ შედგა. 

„ფაქტი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან. მიუხედავად იმისა, რომ 14 იანვარს სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ყველასთვის ცხადი იყო, წარმოუდგენელია აღნიშნული ტენდერი ჩატარებულიყო 28 დეკემბერს. 10 იანვარს ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, რაიონის მერებმა 21 იანვარს - სასწავლო პროცესის განახლების დღეს დაიწყეს გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, რაც ასევე მიანიშნებს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოსწავლეთათვის პრობლემა რაიონების უმრავლესობაში კვლავ მოუგვარებელი დარჩება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ქაოსის წინაპირობა მხოლოდ პრემიერის დადგენილებაა, რომელიც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებით 29 აგვისტოს გამოიცა. ამ დრომდე საგარეჯოს რაიონის ლამბალოს სკოლაში, ტრანსპორტის არარსებობის გამო, მოსწავლეები 10 კილომეტრით დაშორებული სოფელი კაზლარიდან ფეხით მივიდნენ .

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ევალებოდათ პრობლემის დროულად მოწესრიგება და გაუქმდეს პრემიერ ბახტაძის მავნებლური და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. მთავრობამ უნდა იზრუნოს, რაიონებში მოამზადოს კადრები, რომლებიც ადგილზე უფრო ეფექტურად და ოპერატიულად შეძლებენ ამ ტიპის პრობლემების გადაწყვეტას. ეს არის მაგალითი იმისა, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს არაკომპეტენტურმა მთავრობამ, რომელმაც არ იცის და არ უნდა ისწავლოს არაფერი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება