სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ახალი სახელმძღვანელო - „გამარჯობა რუბი“ შემოვა
23-01-2019
-
+


2019 წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ახალი სახელმძღვანელო სახელწოდებით „გამარჯობა რუბი“ შემოვა.

სახელმძღვანელო კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ იქნება და პირველ ეტაპზე 50 საპილოტე სკოლას შეეხება.

ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

როგორც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ etaloni.ge-ს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ივანიშვილმა განუცხადა, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით,  5 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი კი არის „გამარჯობა რუბი“.

„მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კანონით ფუნქციად განესაზღვრა. შესაბამისად, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, 2019 წლის გეგმის მიხედვით, ვაპირებთ 5 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი არის „გამარჯობა რუბი“, რომელიც არის ფინური წიგნების სერია (შედგება 4 წიგნისგან). მისი ავტორია 32 წლის ფინელი პროგრამისტი ქალი - ლინდა ლუკასი, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა“ აღიარა ევროპის 50 საუკეთესო ქალ პროგრამისტ შორის. ავტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიეცა საავტორო უფლება, რომ ქართულ ენაზე გამოვცეთ ეს წიგნი. ამის გარდა, აპრილში ვგეგმავთ ლინდა ლუკასის ჩამოყვანას საქართველოში, რომელიც ჩაუტარებს ტრენინგებს, როგორც მასწავლებლებს ასევე ტრენერებს.

უკვე სექტემბრიდან განათლების სამინისტროსთან ერთად, იმ რეფორმის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, განსაზღვრულ სკოლებში დაიწყება ამ წიგნით პროგრამირების სწავლება. ეს არის სერიიდან პირველი ორი წიგნი, რომლების სახელწოდებაც არის „პროგრამირების თავგადასავლები“ და  „მოგზაურობა კომპიუტერში“,-განაცხადა ხათუნა ივანიშვილმა.

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან, ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

ასევე იხილეთ: სასწავლო პროცესში „სთრიმინგ გაკვეთილები“ დაინერგება - ინოვაციური პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება