სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
22-01-2019
-
+


საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ზოგადი უნარების გამოცდისთვის რეგისტრაცია 21 იანვარს დაიწყო და 4 თებერვლის 18:00 საათზე დასრულდება. გამოცდა 11 თებერვალს ჩატარდება. 

რეგისტრაცია 

შეფასებისა და გამოცდების ეროვული ცენტრის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში იმყოფებოდნენ არანაკლებ  ერთი სემესტრისა (75 დღე), უფლება აქვთ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მოიპოვონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლის გაგრძელების უფლება.

გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.

რეგისტრაციის საფასურია 100 ლარი. თანხა სრულად ბრუნდება, თუ პირი გამოცდაზე რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ან ამავე ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება.

საგამოცდო ტესტი შედგება 3 ნაწილისაგან:

ა) წაკითხულის გააზრება;

ბ) ლოგიკური მსჯელობა;

გ) რაოდენობრივი მსჯელობა.

თითოეულ ნაწილში შედის 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება.  შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო 2 საათი და 30 წუთია. გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე. საბოლოო შედეგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგზავნება.

პირები, რომლებიც გამოცდის დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო პირობებს, ვალდებულნი არიან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა № 100) რაიმე/შესაბამისი ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე არაუგვიანეს 2019 წლის 4  თებერვლის 18:00 საათისა.

პირებმა, რომელთაც  გამოცდის დროს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნის საჭიროება წარმოეშვათ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ და სურთ სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების სპეციალური საჭიროების წარმოშობიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უნდა წარმოუდგინონ ეროვნულ ცენტრს შესაბამისი მოთხოვნა და სამედიცინო ცნობა (ფორმა№ 100) შესაბამისი ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებსა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება