TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს
26-12-2018
-
+


დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში მყოფ აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. 

აქციის „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ ორგანიზატორები და ინიციატორები არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარების ტრენერ-მასწავლებელი, ზურაბ ჟვანიას მობილური  ჯგუფის ტრენერი იამზე მსხვილიძე და სკოლის მეთორმეტეკლასელები იყვნენ. 

„ბევრი პროექტი განმიხორციელებია, ბევრი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება და  ზეიმი ჩამიტარებია, მაგრამ ასეთი ერთსულოვნება, რომელმაც მთელი სკოლა მოიცვა ჯერ არ  მახსოვს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სიკეთის კეთების სურვილმა და მონდომებამ გააერთიანა.  აქცია  მეთორმეტეკლასელებთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე. მათ ძალიან კარგად  გაითავისეს ის, რომ სამყაროს სიკეთე მართავს, ის ღვთისგან მოდის და ადამიანში სახლდება“ - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა. 

აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს ტანსაცმელი, სურსათი, ასევე, შემოწირული თანხით შეიძინეს ხილი, ტკბილეული, წვენები, საკანცელარიო ნივთები და საახალწლო საჩუქარი. 

რამდენიმე დღიანი მზადების შემდეგ, მოსწავლეები და პედაგოგი ნინოწმინდაში გაემგზავრნენ. 

ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში 87 ბავშვი ცხოვრობს. მათ ჩამოსულ სტუმრებს ღონისძიება მოუმზადეს და ასე დახვდნენ. 

„მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს, პედკოლექტივს, მშობლებს და მოსწავლეებს, რომლებმაც საშუალება მოგვცეს ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე გვეჩუქებინა ამ ბავშვებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე გადამდებია“ - თქვა პედაგოგმა იამზე მსხვილიძემ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება