სიახლეები
საინტერესო

დაავადებები, რომლებსაც გათბობის რადიატორები იწვევს
22-01-2019
-
+


მედიკოსებმა დაასახელეს დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, გათბობის მოწყობილობებმა გამოიწვიოს ან დაამძიმოს. 

ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული დაავადებები, რომელსაც ჰაერის სიმშრალე იწვევს. არასაკმარისი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა ძილიანობის, გაღიზიანების, ყურადღების კონცენტრაციის შემცირებისა და გულმავიწყობის გამომწვევი მიზეზია.

რადიატორების ნაირსახეობები, რომლებიც ჯანმრთელობას ზიანს აყენებს:

ზეთოვანი რადიატორი არა მხოლოდ ჰაერს აშრობს, არამედ შენობას არათანაბრად ათბობს. განსაკუთრებით სახიფათოა ასეთი მოწყობილობების პლასტმასისგან და ემ-დე-ეფ-ისგან დამზადებულ ავეჯთან დადგმა. ასეთი „მეზობლობა“  ჰაერში მომწამვლელი ნაერთების გამოთავისუფლება იწვევს, რომელსაც ალერგიის, ნერვული სისტემის აშლილობის და მოწამვლის სიმპტომების გაჩენა შეუძლია. 

თბოვენტილატორით აღჭურვილი გამათბობელი ასევე ბრონქებსა და ფილტვებს ვნებს. ტემპერატურის ვარდნა და მატება საზიანოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვისაც. 

ინგლისის ქალაქ იორკის საავადმყოფოს თანამშრომლების ჩატარებული კვლევის თანახმად, ცივი ქუჩიდან ცხელ შენობაში შესვლა სისხლძარღვების სპაზმს იწვევს და გულს აიძულებს გაზრდილი დატვირთვით იმუშაოს. პრობლემას ვერ აგვარებს ტენიანობის გაზრდაც, რომელიც გრიპის და გაციების პროფილაქტიკისთვის არის რეკომენდირებული. იმისთვის რომ მაღალი წნევა და გულის სპაზმი ავიცილოთ თავიდან, ექიმები ტემპერატურის 18-20С შემცირებას გვირჩევენ.

რადიატორებით გამოწვეული თანამედროვე დაავადებები:

სიცხისა და ჰაერის სიმშრალის დროს სეროზულად ზარალდება მხედველობა. პირველად ამ ფაქტს ყურადღება კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებმა მიაქციეს. არაჯანსაღი ატმოსფერო, კუნთების დაჭიმულობას  და თვალების იშვიათი ხამხამი „მშრალი თვალის სინდრომს“ იწვევს. საცრემლე სითხის ნაკლებობა, რომელსაც რქოვანაში ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები გადააქვს, მხედველობას აქვეითებს. ექიმები გვირჩევენ, ოთახში ჰაერის დამატენიანებლები დავდგათ, შევწყვიტოთ მუშაობა ყოველ 10 წუთში და შესვენება თვალების აქტიური ხამხამისთვის გამოვიყენოთ. 

გათბობის მოწყობილობებით გამოწვეულ ჰაერის სიმშრალეს და მაღალ ტემპერატურას კოსმეტოლოგები კანის ნაადრევ სიბერეს, ნაოჭების გაჩენას და თმის მსხვრევადობას უკავშირებენ.

Medical News Today-ში გამოქვეყნებული ბრიტანელი ექიმების კვლევის თანახმად კი, მეცნიერებმა პროგრესირებად სიმსუქნესა და კარგ გათბობას შორის კავშირი იპოვეს. 

კომფორტში ყოფნის ჩვევა, ხელს უწყობს მოძრაობითი აქტივობის შემცირებას. ადამიანები ცდილობენ, იშვიათად დატოვონ თბილი შენობა და უარს ამბობენ სუფთა ჰაერზე გასეირნებაზე. ასეთი ქცევა აქვეითებს იმუნიტეტს და ნივთიერებათა ცვლას. სხეული, რომელიც არ განიცდის ბუნებრივ სტრესს სიცივისგან, კარგავს ცხიმოვანი მასის დაწვის უნარს, რომელის გათბობისთვის გამოიყენება. იცვლება ასევე ცხიმოვანი ქსოვილის სტრუქტურა - სასარგებლო ყავისფერი ცხიმი თეთრად გარდაიქმნება. შედეგად ხდება უკონტროლო მასის დაგროვება და იკარგება ტემპერატურის ვარდნის დროს თერმორეგულაციის უნარი.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება