სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

„დროის მენეჯმენტი - მარადიული პრობლემა მოზარდებში“ - რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს დროის მართვა
20-12-2018
-
+


უფროსები ხშირად ვსაუბრობთ „დროის მენეჯმენტზე“ და ვცდილობთ დრო ისე ვმართოთ, რომ ის ნაყოფიერად გამოვიყენოთ - მცირე დროში ბევრი მოვასწროთ და დასვენებაც მოვახერხოთ. 

სპეციალისტების აზრით, ამ უნარის გამომუშავება ადამიანმა ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს.

ალბათ, ყველა მასწავლებელს და მშობელს სმენია ბავშვისგან სიტყვები "ვერ მოვასწარი". ხშირად, ამას მოზარდის გონებრივ შესაძლებლობებს აბრალებენ და ფიქრობენ, რომ ყველა მოსწავლეს დავალების შესასრულებლად ინდივიდუალური დრო სჭირდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დროის მართვის ფლობა ისევე აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორც სიარული, მეტყველება და ა.შ. 
 
მოზარდებისთვის არსებობს კონკრეტული, აპრობირებული მეთოდები, რომლის საშუალებითაც ადვილად დაეხმარებით მათ გამოიმუშაონ დროის მართვის უნარი.

როგორც ცნობილია, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები დროს ვერ გრძნობენ და მათთვის დამახასიათებელია დროის საკუთარი შეგრძნება. ეს ბავშვის აღქმის თავისებურებაა. დროის მენეჯმენტის გამომუშავების მიზნით, სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვებს ვთხოვოთ დროის განსაზღვრულ მომენტში რაიმე დავალების შესრულება.

ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, თუ ოთხი წლის ბავშვს არა აქვს გამომუშავებული რეჟიმის დაცვის ჩვევა და აუცილებელი საქმეების თანმიმდევრული შესრულების უნარი, მათი ჩამოყალიბება შემდგომში საკმაოდ რთულია.

თინეიჯერობის ასაკში, მოზარდს უკვე უნდა შეეძლოს დაგეგმვა და პრიორიტეტების დალაგება. 

თუმცა, ამ უნარის გამომუშავებაში, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაეხმაროთ. შესთავაზეთ ბავშვს გარკვეული "ინსტრუმენტები", რაც მათ დროის კონტროლში დაეხმარება, იქნება ეს მაღვიძარა თუ სპეციალური კალენდარი. ასწავლეთ მას, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება გაცილებით მარტივი ხდება, როცა გეგმა ფურცელზეა ჩამოწერილი და სხვადასხვა საქმის შესრულებას სწორედ ამ გეგმის მიხედვით ახერხებს.
 
ფსიქოლოგების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ასწავლოთ ბავშვს არ გადადოს საქმე ხვალისთვის. 

უთხარით, რომ შესაძლოა დავალება თავიდან ჩანდეს დაუძლეველი ან  უსიამოვნო, მაგრამ არასოდეს გადადოს ის სხვა დღისთვის. მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია მისი დასაჩუქრებაც კი, როცა ის დავალებას წარმატებით შეასრულებს.   
 
ყველა ამ რჩევის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი მაგალითი სწორედ თქვენ ხართ და ბევრს სხვა ქცევასთან ერთად, სწორედ თქვენგან სწავლის ის დროის მენეჯმენტს. დაიმახსოვრეთ და ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს და თქვენს ბავშვს ლუციუს ანეუს სენეკას სიტყვები: "მართო საკუთარი თავი - ესაა ყველაზე მაღალი ძალაუფლება".

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება