TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ხატებს გაეცნენ
19-12-2018
-
+


ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველი სასწავლო წლის ბოლოს  „სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინიცირებულ ელექტრონული ფორმატის გამოცდებში აქტიურად მონაწილეობენ.  

აღსანიშნავია, რომ  საბაზო საფეხურის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სხვა საგნებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში საკმაოდ მაღალ შედეგებს იღებენ.

ამავდროულად, სკოლის დირექციის ცნობით, საგამოცდო პროგრამები ყოველწლიურად იხვეწება და თემების სხვადასხვა კუთხით გააზრებაა შესაძლებელი.  

ამ საკითხის გათვალისწინებითა და ზოგადად, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, „სასკოლო აქტივობების“ მორიგი შეხვედრის თემა იყო – „ქართული ხატები“. აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა ნანა ბურჭულაძის სახელმძღვანელო „ქართული ხატები“ ინტერესით დაათვალიერეს. მათი შეფასებით, წიგნი საკმაოდ სქელტანიანია და რამდენიმე მეცადინეობაც შეიძლება არ იყოს საკმარისი მისი საფუძვლიანი განხილვისათვის. ამიტომ, მოსწავლეებმა არჩევანი უბისის ტაძრის ხატებზე შეაჩერეს და თორმეტი ხატის ილუსტრაციასა და ისტორიას ყურადღებითა და ინტერესით გაეცნენ.  

მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაციაც, რომ ამ თორმეტი ხატიდან თერთმეტი ვინმე ბაბლაკ ლასხიშვილის მიერაა ტაძრისათვის შეკვეთილ–შეწირული ღვთისმშობლის სახელზე, XIV საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო მეთორმეტე ხატი ოდნავ ადრეა დაწერილი, ტაძრის პატრონის წმინდა გიორგის სახელზე.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება