TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სსსმ მოსწავლეებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ
18-12-2018
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლა (მასწავლებელი: სოფო მაისურაძე) ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ქვეპროგრამაში „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“.     

პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ახალციხის N5 საჯარო სკოლის თანატოლებთან ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხარისხის ამაღლება.

პროექტში ახალციხის N5 და ახალციხის N7  საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.

სკოლებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე, მოსწავლეები ორივე სკოლიდან შეირჩა. აქედან,  ახალციხის N5 საჯარო სკოლიდან მოხალისეობრივი პრინციპით შეირჩა 10 მოსწავლე. მოსწავლეები მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში სწავლობენ. ახალციხის N7 საჯარო სკოლიდან შერჩეულია 10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სხვადასხვა კლასებიდან (პირველი კლასიდან მეცხრე კლასის ჩათვლით), რომელთაც სასკოლო ღონისძიებებში და სპექტაკლებში მონაწილეობის  შესაძლებლობა და გამოცდილება აქვთ. მოსწავლეების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა მათი ინტერესები. შერჩეული მოსწავლეები ერთდროულად მუშაობენ, როგორც ხელგარჯილობის, ასევე თეატრის კლუბში.   

2018 წლის 8 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა და პროექტში ჩართული პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ახალციხის N5 სკოლის Xბ კლასის მოსწავლემ გვანცა ხუციშვილმა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება