| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა.
ჩემპიონატის შემდეგ, „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის, izrune.ge-ს მიმდინარე განვითარებისა და მომავალი გეგმების წარდგენა და პორტალის ტექნიკურ ბაზაზე დაყრდნობით შექმნილი სამეცნიერო სიახლის - EGMU-ს (ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი) პრეზენტაცია მოეწყო.
საზეიმოდ მოწვეულ სტუმრებს შორის გამორჩეული სკოლის დირექტორები იყვნენ, რომლებმაც „ეტალონისა“ და izrune.ge- ს შესახებ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. Etaloni.ge რამდენიმე მათგანის კომენტარს გთავაზობთ:
კობა ბარდაველიძე, ჩხარის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი: „მინდა, რომ ყველა ახალგაზრდას წარმატება ვუსურვო, მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მომავალს ვხედავ. სიმბოლურია, რომ „ეტალონი“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს შენობაში ტარდება. დიდი მადლობა პროექტსა და ბატონ გოჩას. „ეტალონი“ მართლაც, რომ ეტალონია საგანმანათლებლო სექტორისთვის“.
გოჩა ღონღაძე, ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: „ეტალონსა“ და izrune.ge-ს მომავალი მართლაც დიდი აქვს. ამ პროექტებმა მოსწავლეები წიგნისკენ მოაბრუნა, ამდენად მეტი განათლებული თაობა გვეყოლება, რაც სანატრელია. ვულოცავ დამდეგ ახალ წელს მოსწავლეებს, სრულიად საქართველოს, ბედნიერი წელი დაგვდგომოდეს“.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ