TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხცისის საჯარო სკოლაში დუალური პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
14-12-2018
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის, ივანე ხრიკულის სახელობის ხცისის საჯარო სკოლაში დუალური პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია გერმანიის სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო ინსტიტუტი -INTERNATIONALES INSTITUT FŰR HOSPITALITY ინიციატივით ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაციის სამიზნე ჯგუფი საშუალო საფეხურის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც გერმანულ ენას სწავლობენ.

ღონისძიებას ხცისის საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ქვრივიშვილმა და გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო ღულაძემ უმასპინძლეს.

პრეზენტაციას ხცისის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ხაშურის მე-4 და მე-7 სკოლების გერმანული ენით დაინტერესებული უფროსკლასელები და მათი მასწავლებლები ნატალია ხაჩიძე და ლალი გუგბერიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებას გერმანელი სტუმარი, ინსტიტუტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ურსულა ოპერმანი და ასისტენტები ნუცა ციგროშვილი და თინათინ წიქარიშვილი უძღვებოდნენ.
პრეზენტაციის ძირითადი ენა გერმანული იყო. ურსულა ოპერმანმა მოსწავლეებს დუალური პროფესიული განათლების არსი და დადებითი მხარეები გააცნო.

პრეზენტაციის მიზანი იყო, მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების საკითხში გერმანიის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის შესახებ.

„სიახლე მოსწავლეებისათვის გახლდათ სწორედ ის, რასაც დუალური განათლება ჰპირდება: სწავლა კეთებით, ანუ თან თეორიულ კურსს გადიან სტუდენტები, თან ამ მიმართულებით მუშაობენ და იღებენ ხელფასს. მოსწავლეებში პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, გაჩნდა კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. ბევრი მოსწავლე თავის მომავალ გეგმებზე ხელახლა დაფიქრდა. ეს პრეზენტაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო თავად მოსწავლეებისთვის და მოსწავლეებში გერმანული ენის პოპულარიზაციისათვის.
 
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა შემოდგომის ნობათი დააგემოვნეს და საკუთარი ხელით ჩურჩხელებიც კი ამოავლეს. სტუმებიც და მასპინძლებიც კმაყოფილი დავრჩით ამ დღით. ორი მოსწავლისთვის უკვე გამოიკვეთა კონტურები მომავლის დაგეგმვაში. მივესალმებით, თუნდაც ამ ორ მოსწავლეს თუ დავეხმარეთ ამპრეზენტაციით განათლებისა და კარიერის სწორად დაგეგმვაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება