TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძის შემოქმედების კვირეული მოეწყო
12-12-2018
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან  90 წლისთავთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო. 

აღნიშნულის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო ენის კათედრა და მისი თავჯდომარე ქეთევან ვეკუა.

კვირეულის ფარგლებში  კალიგრაფთა კონკურსი ჩატარდა,  კედლის გაზეთი სათაურით „კაცი - ლეგენდა“ გამოვიდა და  ნოდარ დუმბაძის მიერ შექმნილი ლექსების პერსონაჟთა ნახატების გამოფენა მოეწყო.

აღსანიშნავია VII-VIII კლასის მოსწავლეები, რომელთაც შთამბეჭდავად წარმოადგინეს ნაწყვეტები რომანებიდან:  „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და „მე ვხედავ მზეს“.

დამრიგებლები იზაბელა გაბუნია და ირმა ჭანტურია გახლავთ. 

II-VI კლასის მოსწავლეებმა კი  ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები წარმოადგინეს. ღონისძიების სახელი იყო - „ჩვენ გვიყვარს ნოდარ დუმბაძის პოეზია“. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო II კლასის მიერ წაკითხული „ქურდის ქურდი“ და „პრანჭია“ (დამრიგებელი ლოლა ქურასბედიანია). ასევე, III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ზაირა რევაზიშვილი)  ლექსები თავისი ნახატებით წარადგინეს.

სკოლის დირექციის შეფასებით, კვირეული მაღალ დონეზე ჩატარდა. მონაწილეებს ქების სიგელები გადაეცათ, ხოლო კლასის დამრიგებლებს ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ.

იხილეთ ფოტოები  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება