სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ყველასათვის ხელმისაწვდომი izrune.ge ხონის ყველაზე მზრუნველ სკოლებშია
12-12-2018
-
+


ხონის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

დამსწრეებს პორტალის შემეცნებითი, მამოტივირებელი და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო და izrune.ge-მ მათი ოვაციები დაიმსახურა.

კუხის საჯარო სკოლის დირექტორის, ლალი ბარაბაძის თქმით, მისი მოსწავლეების უმრავლესობას სახლში ინტერნეტით სარგებლობის საშუალება არ აქვს, სწორედ ამიტომ, ბავშვების თხოვნით, კლასებში ინტერნეტს შეიყვანენ და პორტალი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება.

აუდიტორიის შეფასებით, კუხის საჯარო სკოლის მიდგომები სხვა სკოლებისთვისაც სამაგალითო იქნება. მათი თქმით, ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება საქვეყნო საქმეს ემსახურება და წარმატებული მომავლის გარანტია.

სკოლის წარმატებული მენეჯერები Izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:

1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;

2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;

3. „მომავლის კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც „სუპერ კლასის“ წოდება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოიპოვა.


შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება