TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გოგრიჭიანი სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა
11-12-2018
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის, მლაშეს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა გოგრიჭიანი ევროპის აკადემიური ცენტრის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობს.

საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს სასწავლო-პრაქტიკულ ვიზიტს თბილისსა და სტრასბურგში, რომელიც განხორციელდება 2018 წლის 01-15 დეკემბრის ჩათვლით.
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლუკა გოგრიჭიანმა გადალახა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი და გახდა პროგრამის რჩეული დელეგატი.

„ჩვენი სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მას ამ კონკუსში მონაწილეობისათვის და ვუსურვებთ წარმატებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

პროექტი ორგანიზებულია ევროპის აკადემიური ცენტრისა და სტრასბურგის ევროპარლამენტში არსებული საქართველო-ევროკავშირის თანამეგობრობის ჯგუფის მიერ. პროექტის მიზანია, ევროკავშირის უმაღლესი ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება და „სისხლის სამართლის იმიტირებულებულ პროცესში“ დელეგატად მონაწილეობა.

საგანმანათლებლო ვიზიტი განხორციელდება ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ევროპის საბჭოში, სტრასბურგის პირველი ინსტანციის დიდი პალატის სასამართლოში და ევროპის პარლამენტში. დელეგაციისათვის მოხდება უწყებების მუშაობის თავისებურებათა გაცნობა და იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ამ ინსტიტუტებში წარმოებს. პროექტის დელეგატები გაეცნობიან ევროპის მიღწევებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის საქმეში. სტრასბურგის პირველი ინსტანციის დიდ პალატაში ჩატარდება „სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის“ დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც დაესწრება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, პროფ. ლადო ჭანტურია.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება