სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჩმანის საჯარო სკოლაში სპიტაკის მიწისძვრის 30 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური საღამო მოეწყო
11-12-2018
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  უჩმანის საჯარო სკოლაში სომხეთში მომხდარი მიწისძვრის 30 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური საღამო მოეწყო. 

აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა 1988 წელს მომხდარი კიდევ ერთელ გაიხსენეს და დამატებითი ინფორმაციაც მიიღეს. 

ცნობისთვის, 1988 წლის 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე სომხეთში კატასტროფული მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სერიამ 30 წამში პრაქტიკულად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი და ძლიერ დააზიანა ქალაქები ლენინაკანი (ახლა გიუმრი), კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და სტეპანავანი. სულ სტიქიისგან 21 ქალაქი დაზარალდა, ასევე 350 სოფელი (რომელთაგან 58 სრულიად დაინგრა). 

მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა ქალაქი სპიტაკი. მისმა ძალამ 10 ბალს მიაღწია (12 ბალიანი შკალის მიხედვით), ლენინაკანში 9 ბალს, კიროვაკანში კი – 8–ს.

მიწისძვრის ექვსბალიანმა ზონამ მოიცვა რესპუბლიკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ერევანსა და თბილისში.

სპეციალისტების გამოთვლით, სპიტაკის მიწისძვრისას მიწის გახსნის ადგილიდან გამოიყო ათი ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტური ენერგია, თითოეული მათგანი 1945 წელს ჰიროსიმაში მომხდარის მსგავსი იყო. ტალღამ, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია, დედამიწას შემოუარა და ის დაარეგისტრირეს ევროპის, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის მეცნიერთა ლაბორატორიებმა.

მიწისძვრის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 140 ათასი დაინვალიდდა, ხოლო 514 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი დაკარგა.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება