| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე ნებაძემ XIა კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე „გალაკტიონ ტაბიძის გახსენება“.
„საკლასო ოთახში იდილიური გარემო იყო შექმნილი, გაკვეთილის დასაწყისშივე აჟღერდა გალაკტიონის მიერ წაკითხული უკვდავი სტრიქონები „მთაწმინდის მთვარისა“. ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეები სლაიდებზე აჩვენებდნენ გალაკტიონის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები „მზეო თიბათვისა“ „უსიყვარულოდ“, „თოვლი“, „უკანასკნელი მატარებელი“, „ქარი ქრის“ და სხვა. საინტერესოდ ისაუბრეს მისი შემოქმედებისა და ცხოვრების, მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ოლია ოკუჯავას, მისი ტყვეობისა და დახვრეტის შესახებ.
გაკვეთილის მსვლელობაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე.
გაკვეთილს სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა