სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაწერი წიგნები დაამზადეს
29-11-2018
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის, საღოლაშენის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი ხელნაწერი წიგნი“ განახორციელეს.

პროექტის ინიციატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბელა ედილაშვილია.

ბელა ედილაშვილის თქმით, პროექტის მიზანია დააინტერესოს მოზარდები წიგნით და ჩამოუყალიბოს კითხვის უნარ-ჩვევა, განუვითაროს შემოქმედებითი აზროვნება, აუმაღლოს მოტივაცია და სახალისო გახადოს სასწავლო პროცესი.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს და გააფორმეს წიგნის ყდები, შიდა ფურცლები კი ტექსტებით შეავსეს, გამოიყენეს, მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული ანბანური დამწერლობა. 
პროექტის პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წიგნების ბეჭდვის განვითარება საზოგადოების ცხოვრებაში. პრეზენტაციას მსჯელობა მოჰყვა, მოსწავლეებმა საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს.

„სასკოლო პროექტი „ჩემი ხელნაწერი წიგნი“ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, მოსწავლეების წიგნით დაინტერესების საქმეში. მსგავსი პროექტები კვლავ გაგრძელდება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება