სიახლეები
რჩევები

რა კომპლექსები უჩნდებათ ბავშვებს და რა გზებით შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამ კომპლექსების დაძლევაში - რჩევები მშობლებს
07-12-2018
-
+


კომპლექსებმა, შესაძლოა, ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იჩინოს თავი და გარკვეული გავლენა იქონიოს მის კეთილდღეობასა თუ წარმატებულ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა ყურადღება მიაქციოს ბავშვის დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ და ეცადოს კომპლექსების დაძლევაში დროულად დაეხმაროს მას.

ფსიქოლოგების აზრით, კომპლექსების უმეტესობა ბავშვობიდან იღებს სათავეს და წლების განმავლობაში გროვდება და ყალიბდება, რაც ძირითადად ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების შედეგად არის გამოწვეული. 

არსებობს ე.წ. ლუზერის კომპლექსი, რომლის ჩამოყალიბება, შესაძლოა, სასკოლო ასაკამდე დაიწყოს. ეს უმეტესად იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ ან ეზოში თანატოლებთან არ აქვთ კონტაქტი. ასეთი ბავშვები, წესისამებრ, ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები არიან. ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფერს, რაც სკოლაში ხდება, არ ამჟღავნებენ ინიციატივას, შიშობენ, რომ მათი პასუხები, შესაძლოა, მცდარი იყოს და უმეტესად ჩუმად არიან.

„​ოროსნის ან ფრიადოსნის კომპლექსი“ - უდავოა, რომ სკოლაში ბავშვის ღირსების მთავარი საზომი აკადემიური მოსწრებაა. ასეც კი მჯელობენ: ფრიადოსანი კარგი ბავშვია, ოროსანი - ცუდი. ვინაიდან, დაწყებით კლასებში მასწავლებელი მოსწავლეზე უდიდეს გავლენას ახდენს, თავად ნიშნებსაც შეუძლიათ, მოახდინონ გავლენა მოსწავლის პიროვნულ შეფასებაზე მეგობრების მხრივ, რაც საბოლოოდ დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს მას.

ბავშვებს ხშირად ახასიათებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით. მაგალითად, როდესაც პატარა დიდხანს არის მიჯაჭვული უფროსს. ამგვარი გამოცდილება მასში, ერთი მხრივ, ბადებს არასრულფასოვნების განცდას, მეორე მხრივ კი უბიძგებს ბრძოლისკენ – თვითონვე წარმოშობს ამ განცდის დაძლევის ტენდენციას – მოიპოვოს უპირატესობა უფროსებზე. 

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდებს კომპლექსები უჩნდებათ გარეგნობის გამო. სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვები 8 წლის ასაკში უკვე აფასებენ საკუთარ სხეულს. ამ ასაკში, როგორც გოგონები, ასევე ბიჭები უკვე ღელავენ რამდენად უხდებათ ჯინსი ან ესა თუ ის სამოსი.

მშობლები, რომლებიც ბავშვს შედარებებზე ზრდიან და აჩვენებენ რომ „სხვა კარგია“ ის კი „ცუდი“, მას ნევროტიკად აყალიბებენ. ყველა, ვინც საკუთარ შვილს სხვებს ადარებს, ხაზს უსვამს სხვების უნარიანობას, წარმატებებს და საკუთარი ბავშვის უუნარობას, რითაც უსჯიან ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსს. რომლის დაძლევაც არც ისე ადვილია და ზრდასრულობის ასაკშიც არაერთხელ იჩენს თავს.

5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით რთულად აღიქმება მშობლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „საშინელი ბავშვი ხარ“. პატარა ბავშვი მშობლის ყველა უარყოფით ინტონაციას რთულად აღიქვამს, რაც ღრმად ილექება მის ცნობიერებაში და უჩნდება დანაშაულის კომპლექსი.

არსებობს რჩევები, რომლებიც თითოეულ მშობელს დაეხმარება თავიდან აირიდოს ბავშვის მოსალოდნელი კომპლექსები ან მათი არსებობის შემთხვევაში  მათ დაძლევაში დაეხმაროს მოზარდს:

  • კომპლექსის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას. ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვებს და დაუთმეთ დრო მათთან ურთიერთობას;
  • დააფასეთ ბავშვის უნარ-შესაძლებლობები. თავი შეიკავეთ ფრაზებისგან: „არ შეგიძლია,“ „უუნარო ხარ,“ „მაინც არ გამოგივა“ და სხვა. აღნიშნული აისახება ბავშვის ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს თვითშეფასების დადაბლებას და შესაძლოა, მოგვიანებით კომპლექსების სახით იჩინოს თავი;
  • აღნიშნეთ ბავშვის მიერ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი. ამით, კომპლექსების პრევენციასთან ერთად, მას დაეხმარებით, შეძლოს „დანახვა“ რა არის სასურველი ქცევა, როგორ ქცევას მოელიან უფროსები მისგან და რა მიმართულებით განაგრძოს მან სვლა;
  • არ შეაქოთ ან შეაფასოთ ბავშვი გადამეტებულად. ბავშვისათვის მიცემული ნებისმიერი შეფასება, შექება თუ წახალისება, ეცადეთ იყოს მისი „გაკეთებული საქმის“ შესაფერისი;
  • არ შეადაროთ ბავშვი სხვას. დააფასეთ ბავშვი, როგორც ინდივიდუალური არსება და მისი ნებისმიერი უნარი, შესაძლებლობა თუ მოცემულობა განიხილეთ მისსავე თავთან მიმართებაში: რა შეეძლო გუშინ და რა შუძლია დღეს, რას ვერ აკეთებდა გუშინ და რას აკეთებს დღეს და სხვა.
  • შეაფასეთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება. თავი შეიკავეთ ბავშვის უნარებზე საუბრისგან, როცა მას რაღაც არ გამოსდის. ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „შენ ეს ვერ შეძელი/არ შეგიძლია“, უთხარით, რომ „ამჯერად, შენ მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილი/კარგი არ არის“.

კომენტარები


ეტალონი

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები

13-15 წლის გოგონებმა სკოლაში შესვენებაზე თანატოლი სცემეს - კონფლიქტი სოცქსელში დაიწყო და სკოლის საპირფარეშოში გადაინაცვლა

ბაღში ბავშვის მიყვანისას და გამოყვანისას პლასტიკური ბარათი უნდა დააფიქსიროთ - ელექტრონული სისტემა იანვრიდან ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას შეეხება

იმერეთში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა - დაკავებულია ორი პირი

ქობულეთში საჯარო სკოლა გაძარცვეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა - კურსი მოიცავს 60 საკონტაქტო საათს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარკ ტვენის დაბადების დღე აღნიშნეს

პტენის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დიფუზიის პროცესი შესწავლეს

ყაურმის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის სიუჟეტი, ინგლისურ ენაზე ისაუბრეს პერსონაჟებზე  და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და უანრები

საინტერესო

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

სიახლეები
საზოგადოება