სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

N50 საბავშვო ბაღიდან 2 პირი დაითხოვეს - „გათავისუფლებული აღმზრდელი დარაჯის ფუნქციას ითავსებდა“
27-11-2018
-
+


ზაჰესის N50 საბავშვო ბაღში ერთ-ერთი აღმზრდელი და დამლაგებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღსაზრდელების მშობლებმა კი აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს. ისინი შესაბამის პასუხებს ბაღის დირექტორისგან ითხოვენ.

გათავისუფლებული აღმზრდელი თამუნა ასანიძე აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. მისი თქმით, ორი კვირის წინ მათი გამგე გაათავისუფლეს, რომელსაც მან მხარი დაუჭირა.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენი ბაღის გამგე გაათავისუფლეს და ჩვენ მას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. შემდეგ მოხდა ისე, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებითაც მოგვიწია განცხადების გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ ამ საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი, რადგანაც დარღვევები, რომლებიც ბრძანებაში მიწერია, აღმოჩენილია ზაფხულში, ივნისში. ამის შემდეგ კი არ მოხდა რეაგირება, არამედ – გუშინ, როცა გამათავისუფლეს. გამგე ალბათ, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან არ აიძულა თანამშრომლები, შემოეხაზათ მათთვის სასურველი კანდიდატი და მოგვცა ნება, ჩვენი აზრი თავად გამოგვეხატა. მივმართავ სააგენტოს, სასამართლოსაც, შევიტან სარჩელს და ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის“, – აცხადებს თამარ ასანიძე.

ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მეგი გვრიტიშვილი ამბობს, რომ თამარ ასანიძე სამსახურიდან კონკრეტული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

„პრეტენზია არის სრულიად უსაფუძვლო. ამას სასამართლო დაადასტურებს. რა დარღვევები ჰქონდა, ამის შესახებ არ მინდა კამერასთან ვისაუბრო. მეორე თანამშრომელს რაც შეეხება, ამ ქალბატონს შემცირება შეეხო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მეგი გვრიტიშვილმა.

გათავისუფლებული თანამშრომლებისა და მშობლების პრეტენზიებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოშიც უპასუხეს. სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის თქმით, აღმზრდელს შეთავსებული ჰქონდა დარაჯის ფუნქციაც, რომელსაც რეალურად არ ახორციელებდა, ასევე, ირღვეოდა შრომის კოდექსი.

„არსებობს საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, აღმზრდელს ჰქონდა შეთავსებული ღამის დარაჯის ფუნქცია, აქედან გამომდინარე იყო გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის შრომის კოდექსის დარღვევა, არსებობს კონკრეტული საათები, რომლის გამოყენებაც მაქსიმალურად არის შეზღუდული, ეს არის 40 საათი. რეალურად, ის არ ასრულებდა ფუნქციას და აქედან გამომდინარე იყო გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

50-ე საჯარო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში განმარტეს, არჩევნებისთვის ემზადებიან და ამიტომ, სანიტარული დღე გამოცხადდა. 

წყარო: 1tv


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება