TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა დისკრიმინაციას განიცდიან კერძო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები
23-11-2018
-
+


რა განასხვავებს კერძო და საჯარო სკოლებს, არიან თუ არა კერძო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები უპირატეს მდგომარეობაში, როგორც ამას საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად Etaloni.ge განათლების ექსპერტებს დაუკავშირდა.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია Etaloni.ge-სთან კერძო და საჯარო სკოლებს შორის განსხვავებებზე, უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე საუბრობს. როგორც მკვლევარი აცხადებს, პირველ რიგში განსხვავება სოციალურ კლასებს შორის არის - თუ საჯარო სკოლაში ყველა სოციალური ფენის მოსწავლე სწავლობს, კერძო სკოლებში საშუალო და უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახის შვილები იღებენ განათლებას.


„ამასთან, კერძო სკოლები უფრო თავისუფლები არიან სწავლების მეთოდების თვალსაზრისით, მაშინ როცა საჯარო სკოლები გაწერილი ინსტრუქციისა და მეთოდების მიხედვით ასწავლიან. კერძო სკოლებში მოსწავლეებს განვითარების მეტი საშუალება აქვთ, ვინაიდან არჩევანის მრავალფეროვნებაა სასწავლო ლიტერატურის თვალსაზრისით, მათი ბიბლიოთეკა უფრო ფართო და მრავალგვარია.

თუმცა, საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, კერძო სკოლის ბავშვები ვერ იღებენ სახელმწიფოსგან წახალისების მიზნით დადგენილ საჩუქარს - პორტატულ კომპიუტერებს, რომლებსაც საჯარო სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ, არ ურიგდებათ უფასო სახელმძღვანელოები, რაც კერძო სკოლის მოსწავლეების დისკრიმინაციად შეიძლება მივიჩნიოთ“, - აცხადებს ჯანაშია.

განათლების მკვლევარი აქვე აღნიშნავს, რომ განსხვავდება კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლების განვითარების შესაძლებლობაც. 

„მაშინ, როცა საჯარო სკოლაში მოღვაწე პედაგოგები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგებით უფასოდ სარგებლობენ და განვითარების არაერთი საშუალება აქვთ, კერძო სკოლის პედაგოგებმა ტრენინგში ფული უნდა გადაიხადონ. სახელმწიფო მათთვის უფასო ტრენინგებს არ უზრუნველყოფს“, - ამბობს ჯანაშია.

კერძო სკოლებზე საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე საუბრობს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი. მისი თქმით, შეხედულება, რომ ხარისხიანი განათლების მიღება მხოლოდ კერძო სკოლაშია შესაძლებელი - არასწორია.

„კერძო სკოლებზე თუ ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, არის ე.წ. პრესტიჟული სკოლები, სადაც მაღალი გადასახადია. არის ისეთი კერძო სკოლები, სადაც არცთუ მაღალი გადასახადია და ხშირად მათ პედაგოგებს საჯარო სკოლის მასწავლებლებზე ნაკლები ანაზღაურებაც კი აქვთ. ცალსახად, პირდაპირი შედარება კერძო და საჯარო სკოლებისა მიჭირს. ამ საკითხს უფრო განათლების პოლიტიკის ჭრილში გადავიტანდი და ვიტყოდი, რომ საზოგადოების დამოკიდებულება საჯარო სკოლების მიმართ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, თუმცა ისიც ცალსახაა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საჯარო სკოლების გაძლიერებისთვის. 

ის დამოკიდებულება, რომ სკოლა აუცილებლად უნდა იყოს კერძო, რომ სწავლების ხარისხი მაღალი იყოს, არ მგონია სწორი, ვინაიდან ძალიან ბევრი საჯარო სკოლა არსებობს საქართველოში, სადაც ძალიან კარგი მასწავლებლები არიან და განათლების დონეც მაღალია“,- აცხადებს თამარ მოსიაშვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება