სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გარდაბნის შესარჩევ ტურში ,,ეტალონის“ მონაწილეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს
25-01-2017
-
+


გარდაბნის შესარჩევ ტურში ,,ეტალონის“ მონაწილეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს.

გარდაბანში ,,ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტები დაურიგდათ.  

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge"-სთან საუბრისას გარდაბნის რესურსცენტრის უფროსმა, ნინო გვარამაძემ, აღნიშნა, რომ სკოლებში მოსწავლეების მაღალი ჩართულობა იყო:

,,შესარჩევი ტური ძალიან კარგად ჩატარდა, ისე როგორც გათვალისწინებული იყო. სულ თოთხმეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა, აქედან რვა სკოლა ქართული იყო და ექვსი აზერბაიჯანული. აღსანიშნავია, რომ სკოლებში მოსწავლეების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი და შესარჩევი ტურიც მაღალი ქულებით დასრულდა. ინტელექტის ამაღლებასთან რაც არის დაკავშირებული, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ,,ეტალონის“ კითხვები სწორედ ისეთია, რომ სასწავლო პროგრამებისგან ძალიან დაცილებულიც არ არის, მაგრამ დიდად საგაკვეთილო კითხვებიც არაა. ძალიან მომწონს და დადებითად ვაფასებ ამ პროექტს. სკოლის ძირითადი დანიშნულებაა, რომ მოსწავლეს სასკოლო ცოდნასთან ერთად ლოგიკური აზროვნება განუვითაროს. როდესაც ამაში გვეხმარებიან, პროექტი ეტალონის სახით, ეს ძალიან მისასალმებელია.“

გარდაბნის გამგეობის წარმომადგენელი, ნინო ნარიმანიძე კმაყოფილია შესარჩევი ტურით. მისი თქმით, მოსწავლეები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები:

,,შესარჩევი ტური ძალიან წარმატებულად ჩატარდა, კმაყოფილი ვარ, მოსწავლეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. რაც შეეხება მოსწავლეთა სწავლის დონეს, მე არაქართულენოვან სკოლებში ვიყავი,  ძირითადად ძალიან კარგად მომზადებული ბავშვები იყვნენ, კარგადაც იცოდნენ ქართული, თუმცა იყო ისეთი შემთხვევა, ერთი სკოლის მაგალითზე, რომ ცოტა არ იყოს უჭირდათ მოსწავლეებს გააზრება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ბევრი გადავა შემდეგ ტურში, რადგან მოსწავლეებს სწავლის მაღალი დონე აქვთ. ,,ეტალონი“ არაჩვეულებრივი და მართლაც განსაკუთრებული პროექტია, რადგან მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემია. პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს მე-8 კლასიდან შეუძლიათ. ეს იმას ნიშანავს, რომ წლიდან წლამდე მოსწავლეებს მეტ სტიმულს აძლევს, რომ  უკეთესად ისწავლონ, მეტი ენერგია ჩადონ სწავლაში, რომ შემდეგ წელს მეტ წარმატებას მიაღწიონ.“

იხილეთ, თელეთის სკოლაში ჩატარებული ''ეტალონის'' შესარჩევი ტურის ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება