TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ხულოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ბათუმში, ინტელექტ-შეჯიბრის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას
25-01-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება.

ამჯერად, ''ხულოს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.    

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა.  

ხულოს გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  

ღონისძიებას ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. 

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი. 

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ირემაძეების სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზეზვა გორგაძე დაეუფლა (64 ქულა).

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი მთელი გულითა და სულით ულოცავს ამ ლამაზ დღეს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს მათ:

''ასეთი ლამაზი, ამაყი ბუნების შვილები რომ ხართ ხულოელებო, ჯანსაღ სხეულში რომ ჯანსაღი სული გაქვთ, სწორედ ამიტომ მიყვარს თქვენი კუთხის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ორმაგად სასიხარულო ის არის, რომ ამ ლამაზ წიაღში ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები იბადებიან, იზრდებიან. მე მთელი გულითა და სულით მინდა ეს ლამაზი დღე მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ. ჩათვალეთ რომ რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი იქნება, თუ საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერს ''ეტალონს''. წარმატებები! ყოველთვის ვიქნები თქვენ გვერდით, ჩათვალეთ, რომ ერთი პატარა მეგობარი ჩემი სახით გყავთ.''

ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონთან'' სამი წელია თანამშრომლობენ:

‘’ზოგადად, ჩვენ სამი წელია ''ეტალონთან’’ ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ ‘’ეტალონი’’ არის კარგი და წარმატებული პროექტი. ეს შეჯიბრი ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს. ეხმარება ახალგაზრდებს წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. შემართებით იყვნენ. ყველაფერი სამართლიანად ჩატარდა. შედეგიც ძალიან კარგი იყო. ხალხმა ძალიან შეიყვარა ‘’ეტალონი’’.

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის თქმით, ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი ბათუმში გაიმართება: 

‘’არაჩვეულებრივი ტური ჩატარდა ხულოში. ეს არის მხარდასაჭერი პროექტი. ყველა ვუჭერთ მხარს ‘’ეტალონს’’. ფინალური შეხვედრა ჩატარდება მაისის თვეში ქალაქ ბათუმში. ყველანაირად მხარს დავუჭერთ ამ პროექტს. ძალიან კარგი ეროვნული საქმე კეთდება. ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. ბათუმში ჩატარდება დიდი გრანდიოზული ღონისძიება. ინტელექტ-შეჯიბრი უდიდესი სტიმულია პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის. ეს ნამდვილად ეროვნული საქმეა.’’

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' ეროვნული პროექტია:

„კმაყოფილი დავრჩი. დარბაზი იყო სავსე. გამოვლინდა გამარჯვებული ზეზვა გორგაძე. დასკვნით ეტაპზე ხულომ ძალიან კარგად უმასპინძლა ქართულ ეროვნულ პროექტს. ეს არის ქართული საქმე. ყოველმხრივ უწყობს ხელს რომ ბავშვებმა მეტად აიმაღლონ სწავლის დონე, მოსწყდნენ ქუჩას. ძალიან დადებითად და პოზიტიურად ვართ ამ პროექტის მიმართ განწყობილი.“

ხულოს გამგებელის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ხულოში ჩატარებული ''ეტალონის'' ღონისძიება ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო:

''ხულოში ჩატარებული ''ეტალონის'' ღონისძიება ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო. ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო, ყველაფერი იდეალურად ჩატარდა. ბავშვებმა კარგად წარმოაჩინეს თავი და ძალიან მაღალი ქულებიც აიღეს. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ გოჩას და ეტალონის შემოქმედებით ჯგუფს. ვემზადებით პროექტში გამარჯვებისთვის. პროექტ ,,ეტალონის“ მნიშვნელობა საგანმანათლებლო-შემეცნებითი კუთხით ძალიან დიდია. აღსანიშნავია, რომ შესარჩევი ტურების დროს, შიდასასკოლო პოტენციალი მჟღავნდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობა ერთსაათიანი შეხვედრაზეც ერთმანეთს იცნობენ. გარდა ამისა, ეტალონის მთავარი მოწოდება არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი.'' 

საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე მადლობას უხდის ''ეტალონის'' წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს და პროექტის თითოეულ თანამშრომელს: 

''ეტალონი'' არის ეროვნული პროექტი. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს განთლების პოპულარიზაციას, ახალგაზრედბი გახდებიან უფრო თამამები, მიზანდასახულები. ყველამ ნახა, როგორი ერთსულოვნება იყო, როგორც მონაწილეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში. ''ეტალონი'' არის ერთერთი საუკეთესო პროექტი, ემსახურება ეროვნულ საქმეს - ახალგაზრდობის განათლებას. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და ამ პროექტის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან.''

''ხულოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ზეზვა გორგაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება