სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 2005 წლიდან დღემდე
25-01-2017
-
+


2005 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები ითვალისწინებს:

• სტანდარტიზებულ შერჩევას;

• უნარებისა და ცოდნის კომპლექსურ შეფასებას;

• სახელმწიფო გრანტის გაცემას საუკეთესო სტუდენტებზე;

• ფართო არჩევნის შესაძლებლობას.

2005 წელს ყველა აბიტურიენტი აბარებდა 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები,ზოგადი უნარები). აბიტურიენტების ნაწილი, ფაკულტეტების მითხოვნის შესაბამისად, მათემატიკის გამოცდას აბარებდა. 

სახელმწიფო დაფინანსება გაიცემოდა 3 გამოცდის შედეგით (მათთვის, ვინც მეოთხე გამოცდა ჩააბარა გამოთვლისასგამოიყენებოდა მათემატიკისა და უცხოური ენების გამოცდიდან უდიდესი ქულა).

2006 – არჩევითი გამოცდების ჩამონათვალს დაემატა 3 გამოცდა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საქართველოსისტორია, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ლიტერატურა. აბიტურიენტთა ნაშრომების შეფასებული ასლები განთავსდაინტერნეტში – ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლო საკუთარი ნაშრომის ასლის ნახვა აპელაციამდე. შეიცვალა სახელმწიფოდაფინანსების გაცემის წესი. გადაწყდა, რომ გრანტი, ნაცვლად 3 გამოცდისა, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგითგაცემულიყო.

2007 – აბიტურიენტთა განაცხადები განთავსდა ინტერნეტში. საკუთარი განაცხადის გადამოწმება ნებისმიერ აბიტურიენტსინტერნეტით შეეძლო.

2008 – ზოგადი უნარების ტესტი ითარგმნა აზერბაიჯანულად და სომხურად. წარმატებით დაინერგა კომპიუტერულიგასწორების სისტემა (ეMარკერ).

2009 წელი – გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამსწორებლები შეირჩნენ კონკურსის წესით.

2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა ოთხი გამოცდის შედეგების საფუძველზე.

2011 წელს აპლიკანტებს საშუალება მიეცათ რეგისტრაცია ელექტრონულად გაევლოთ. 

2012 წლიდან კი დარეგისტრირება მხოლოდ ინტერნეტით გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე არის შესაძლებელი.  2012 წელს, ასევე, აბიტურიენტებს შვიდის ნაცვლად თავიდანვე ოცი სასურველიფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო დაიურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებს სამ საგანში 35%,ხოლო მეოთხეში, უცხოურ ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადაელახათ.

2013 წელს აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადში ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა მიეთითებინათ,რომლებზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდებოდა - ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იყო. ასეთმაცვლილებამ მეორადი ჩარიცხვების საჭიროება მოხსნა, შესაბამისად, მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა.

2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ამ ცვლილებამშესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება.

მოიხსნა შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, რომლებზეც მხოლოდ 100%-იანი დაფინანება მოქმედებდა. 2013 წლიდან ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგა და შესაძლებელი გახდა 70%-იანი და 50%-იანიდაფინანსების მოპოვებაც. 30%-გრანტი 2013 წლიდან გაუქმდა.

2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი შემუშავდა. ასევე, უცხოურიენის გამოცდას დაემატა მოსმენის ნაწილი და არჩევითი საგნების ნუსხას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

2015 წელს არჩევითი საგნების ჩამონათვალს კიდევ ერთი საგანი სამოქალაქო განათლება დაემატა. ასევე, აბიტურიენტებსსაშუალება მიეცათ ზოგადი უნარების, ქიმიისა და მათემატიკის გამოცდები ინგლისურ ენაზეც ჩაებარებინათ.

2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არაპასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებდა. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილედავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ხედავდა, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზენიშნავდა ან წერდა. გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიზანი, გრძელვადიან პერსპექტივაში,გამოცდის ელექტრონული ფორმატის სრულად დანერგვაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება