სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის 150 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2 დღით შეწყდება
27-11-2018
-
+


მიმდინარე წლის 28 და 29 ნოემბერს, თბილისის 150 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს არ მიიღებს. როგორც etaloni.ge-ს თბილისის ბაგა ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ბაღებში 2 დღით სასწავლო პროცესის შეჩერება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. იქიდან გამომდინარე რომ საარჩევნო უბნები 150 საბავშვო ბაღშია განთავსებული, ბაღები აღსაზრდელების მიღებას ვერ შეძლებენ, ხოლო 29 ნოემბერს სწავლის შეწყვეტის მიზეზად სადეზინფექციო სამუშაოს ჩატარება სახელდება.

სააგენტოს ცნობით, აღსაზრდელების მიღება ჩვეულებრივ მოხდება იმ 30 საჯარო საბავშვო ბაღში, სადაც საარჩევნო უბნები არ არის განთავსებული.

სააღმზრდელო პროცესი 30 ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ყველა ბაღისთვის.

განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ერთი დღით - 28 ნოემბერს სასწავლო პროცესი სკოლებშიც შეწყდება. 29 ნოემბერს კი სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება