TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აფხაზური ენის დღეს უმასპინძლა
01-11-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა ღონისძიება: „აფხაზური ენის დღე“.

ღონისძიება გახსნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფხაზური ენის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.

ბატონმა თეიმურაზმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა აფხაზური ენის შესახებ, აფხაზური ანბანის შექმნის დეტალებზე : აფხაზურზე, როგორც სახელმწიფო ენაზე, მის მნიშვნელობაზე და შენარჩუნების აუცილებლობაზე, ქართველ მეცნიერებზე, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აფხაზური ენის კვლევის საქმეში. კერძოდ, ისეთ მოამაგეებზე, როგორებიც იყვნენ: პეტრე ჭარაია, სიმონ ჯანაშია, ქეთევან ლომთათიძე.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიჰყავდათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, კესო დარსალიასა და ნანა ჩხაიძეს.

წარმოდგენილი იყო აფხაზურ ენაზე ნათარგმნი წიგნები, მათ შორის აკაკი წერეთლისა, ვაჟა-ფშაველასი და გალაკტიონ ტაბიძისა.

სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები ქართულ და აფხაზურ ენებზე, მოისმინეს აფხაზური „მრავალჟამიერი“ და სიმღერები: „აზამათ“ და „ანთიცა“. ნაჩვენები იყო ქორწილის მცირე მონაკვეთი, რომელიც უძველესი აფხაზური ტრადიციების გაცნობის საშუალებას გვაძლევს.

მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა აფხაზური ანბანისა და მხატვრული ლიტერატურის შესახებ. გამარჯვებულ სტუდენტებს საჩუქრად აკ. წერეთლის „გამზრდელი“ გადაეცათ, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებზეა დაბეჭდილი და თან ერთვის სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი.

აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი სოხუმის სახელმწიფო და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი გამოცემაა, წიგნის შემდგენელი და რედაქტორი კი სსუ-ის პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძეა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება