სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ჰელოუინი ანუ სახალხო და ეკლესიური დღესასწაულების ერთიანობა
30-10-2018
-
+


31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს. 

ძველი კელტების ამ დღესასწაულს ძირითადად აშშ-ში და კანადაში აღნიშნავდნენ, ბოლო წლებში კი ის თითქმის მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული, განსაკუთრებით კი - რუსეთში. 

დღესასწაულის ფესვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში. კელტების ტომები, რომლებიც ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, წელიწადს ორ ნაწილად, ზამთრად და ზაფხულად ჰყოფდნენ. 31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო. ეს დღე აგრეთვე მოსავლის აღების დამთავრებას და ზამთრის დროში გადასვლას აღნიშნავდა. 

31 ოქტომბრის ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისთვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები 31 ოქტომბრის ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის, თვითონ კი დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად წირავდნენ.  

დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა - ის არამარტო აღნიშნავდა მოსავლის დაბინავებას, არამედ აფრთხობდა ბოროტ სულებს მასში ანთებული ცეცხლით. 

დროთა განმავლობაში დღესასწაულმა სახეცვლილება განიცადა, ხოლო როცა 609 წელს რომის პაპმა, ბონიფაცი მეოთხემ 1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღედ გამოაცხადა (თუმცა ეს უბრალო დამთხვევა იყო), ჰელოუინმა სახელწოდება „All Hallows Even - მესა ყველა წმინდანისა“ მიიღო. საბოლოოდ, სახალხო და ეკლესიური დღესასწაულები ერთმანეთს შეერწყა და ასე გაჩნდა  „Halloween“. 

დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელმა მიგრანტებმა XIX საუკუნეში ჩაიტანეს. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს ტარდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საუკუნეებია ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, ის არ ითვლება ოფიციალურ დღესასწაულად. თუმცა ეს სრულებით არ უშლის ხელს იქაურ მოსახლეობას დახარჯონ უამრავი ფული გოგრებში, საკარნავალო ტანსაცმელში, სანთლებსა თუ მისალოც ბარათებში.

ამერიკული ჰელოუინის ატრიბუტებია გოგრა და სამოწყალო ტკბილეული Trik or Treat („გაგვიმასპინძლდი - თორემ ინანებ“). ამერიკაში ჰელოუინი ახალგაზრდების საყვარელი დღესასწაულია, ისინი საშიშ ტანსაცმელში გამოეწყობიან და აშინებენ დიდებს, ხოლო კომპენსაციად კი ტკბილეულს ითხოვენ.

ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები და სიმბოლოები:

ვამპირები, მგელკაცები, ჯადოქრები და ზომბები - ეს ოდითგანვე ასოცირდებოდა ბოროტ სულთა სამყაროსთან.

კანფეტები - ძველი კელტები ცდილობდნენ, ბოროტ სულთა გულები ტკბილეულით მოეგოთ. მოგვიანებით, ეკლესია მოუწოდებდა დღესასწაულში მონაწილეებს, რომ ყველა წმინდის წინადღის დღესასწაულზე კარდაკარ ევლოთ და ეთხოვათ საჭმელი, რის სანაცვლოდაც, ისინი ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავებისთვის ლოცვები აღევლინებოდა. ეს ტრადიცია თანდათანობით ჰელოუინის განუყოფელი ნაწილი გახდა.

კოსტიუმები - კელტები შემაძრწუნებელ ნიღბებს იკეთებდნენ, რათა ბოროტი სულები შეცდომაში შეეყვანათ და თავი მოეჩვენებინათ, თითქოს ისინიც სულები იყვნენ და ამგვარად დაეღწიათ მათგან თავი. ეკლესიამ თანდათანობით წარმართული წეს-ჩვეულებები შეუთავსა ისეთ დღესასწაულებს, როგორიცაა „მიცვალებულთა სულების დღე“ და „ყველა წმინდის დღე“. მოგვიანებით, წმინდანების, ანგელოზებისა და ეშმაკების ფორმებში გამოწყობილმა მოზეიმეებმა სახლიდან სახლში დაიწყეს სიარული.

გოგრები - თავდაპირველად, ბოროტი სულების დასაფრთხობად სანთლებით მორთულ თალგამებს იყენებდნენ. ზოგიერთის აზრით, თალგამში ანთებული სანთელი განსაწმენდელში გამომწყვდეულ სულს განასახიერებდა. მოგვიანებით, თალგამი დეკორატიულმა გოგრამ შეცვალა.

ჰელოუინს საქართველოშიც აღნიშნავენ, თუმცა მას ისეთი მასშტაბური სახე არ აქვს, როგორც სხვა ქვეყნებში. დღესასწაულს ძირითადად კლუბებში აღნიშნავენ, სადაც სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და ერთობიან. ჰელოუინს ჩვენთან ძირითადად კოსტიუმირებული კარნავალის სახე აქვს. 

იხილეთ ასევე - საუკეთესო კოსტიუმები ჰელოუინისთვის


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება