სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში
20-10-2018
-
+


საქართველოში არსებული მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებულ განათლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ აღიარებენ, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში.

ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა.

ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი პირველი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა ევროპაში, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა.

2017 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) აღიარების მოპოვების მიზნით, მოლაპარაკება დაიწყო. 2018 წელს ცენტრმა WFME-ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასება გაიარა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებული მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფედერაციისგან მოპოვებული აკრედიტაციის განხორციელების უფლება ნიშნავს იმას, რომ ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული“,-ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება