სიახლეები
სიახლეები

„იმისთვის რომ სტუდენტებმა სწავლა დაიფინანსონ, უწევთ მუშაობა და იმის გამო, რომ უწევთ მუშაობა, ვეღარ ახერხებენ სწავლას“
16-10-2018
-
+


„დასაქმების და განათლების კონკურენციის პრობლემაა ჩვენთან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ იჩერებენ სტატუს სტუდენტები“,-აცხადებს განათლების საკითხებში ექსპერტი  სიმონ ჯანაშია Etaloni.ge - სთან საუბრისას.

სიმონ ჯანაშია სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრისას ამბობს, რომ პირველ  რიგში სახელმწიფომ კარგად უნდა შეისწავლოს თუ რატომ იჩერებს სტუდენტი სტატუს და ასევე, თუ რა შემთხვევაში აღიდგენდა ის ამ სტატუსს.

„დარწმუნებული ვარ, არსებობს მათგან ნაწილი, ვისაც აღარ აინტერესებს უნივერისტეტში ჩაბარება, მაგრამ მაინც ინარჩუნებს სტატუსს ყოველი შემთხვევისთვის. სტუდენტების რაღაც ნაწილი განსაკუთრებით მაგისტრატურის საფეხურზე სწავლას იწყებს იმისთვის, რომ შანსები გაეზარდოს დასაქმებისთვის. მას შემდეგ რაც საქმდება, მისთვის შეიძლება საინტერესო არ იყოს სწავლის გაგრძელება, იმიტომ რომ თავის მიზანს უკვე მიაღწია. მეორე მხრივ, შეიძლება უკვე ვეღარ ასწრებდეს განათლების მიღებას, იმიტომ რომ დასაქმდა და მუშაობს“,-განაცხადა ჯანაშიამ.

განათლების საკითხებში ექსპერტი ფიქრობს, რომ უნივერისტეტებში სტუდენტებისთვის დასაქმების და სწავლის ერთიანი პროგრამები უნდა არსებობდეს.

„დასაქმების და განათლების კონკურენცია პრობლემაა ჩვენთან. ერთ-ერთი თუ რატომ იჩერებენ სტატუსს, ესეც არის. იმისთვის რომ სწავლა დაიფინანსონ, უწევთ მუშაობა და იმის გამო, რომ უწევთ მუშაობა, ვეღარ ახერხებენ სწავლას. ამიტომ ამაზეც უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო როგორ მოარგოს პროგრამები ერთი მხრივ, ასეთ სტუდენტებს. მეორე მხრივ, უნდა შექმნას სოციალური პროგრამები, დასაქმების პროგრამები, რომლებიც უფრო მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებაზე, როგორიც არის მაგალითად, სამუშაოს და სწავლის ერთიანი პროგრამები უნივერსიტეტების შიგნით“,-განაცხადა მან.

სიმონ ჯანაშია ყურადღებას ამახვილებს სწავლის გადასახადზეც და აღნიშნავს, რომ ამის გარდა, სტუდენტებისთვის ერთ-ერთი პრობლემა სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიცაა.

„ჩვენთან ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ბევრი სტუდენტისთვის განათლების ხარჯები არის მაღალი. არა მხოლოდ სწავლის გადასახადი, არამედ ყველა ის ხარჯი, რაც სწავლას უკავშირდება. მაგალითად საცხოვრებლის გადასახადი ან ის დაკარგული ფული, რომელსაც ის კარგავს იმ დროს, როდესაც ის სწავლობს, შემდეგ კი ვერ მუშაობს“,-თქვა ჯანაშიამ.

ექსპერტი ასევე, აცხადებს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ჯარის გადავადების გამო აბარებს.

„ჩვენთან გარკვეული მიზეზი რატომაც აბარებენ უნივერისიტეტბში, არის ჯარის გადავადება. სტატუსშეჩერებულების სიაში უნდა ვნახოთ ასევე, რამდენია უცხოეთში წასული. შეიძლება, რაღაც ნაწილი იუმჯობესებს სწავლის ვითარებას.

ვფიქრობ, არ უნდა იყოს აუცილებელი სტუდენტისთვის გინდა თუ არა 4 წელიწადში დაამთავროს ბაკალავრიატის საფეხური, უნდა შეეძლოს გაიხანგრძლივოს სწავლა, თუ მას სურს და თუ უნივერისიტეტს უნდა, რომ ეს უფლება მისცეს“,-განაცხადა ექსპერტმა.

კითხვაზე რამდენად ეფექტურია სტუდენტებისთვის სესხით სარგებლობა, სიმონ ჯანაშია განმარტავს, რომ სესხი კარგია მაშინ, როცა მინიმალური პროცენტით გაიცემა და გრძელვადიან დაბრუნებაზეა ორიენტირებული, თუმცა, ეს მისი თქმით, მაინც არ არის საუკეთესო გზა.

„კარგია, როცა სახელმწიფო მონაწილეობს სესხის პროგრამებში და სესხი არის მინიმალური პროცენტით და არის გრძელვადიან დაბრუნებაზე. რომელიც ასევე, ეხმარება სტუდენტებს უნივერისტეტბის დამთავრების შემდეგ დასაქმებაში. მაგრამ სესხები საზიანოა თუ ვალი დიდხანს აწვება ადამიანს და ამ ადამიანს ეშინია გასტუმრების. ამის შემდეგ ის შეიძლება დათანხმდეს არა საუკეთესო დასაქმების შესაძლებლობას, არამედ პირველივე დასაქმების შესაძლებლობას, რომელიც მას შეხვდება, რათა პრობლემები არ შეექმნას. მაგალითად: აშშ-ში ძალიან მაღალია ვალის რაოდენობა...  ეს არ არის საუკეთესო გზა“,-აღნიშნა ექსპერტმა.

სიმონ ჯანაშიას თქმით, უფრო უკეთესი იქნება თუ შემცირდება ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე სწავლის ხანგრძლივობა. ექსპერტი დისტაცნიური სწავლების განვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„შედარებით უკეთესი გზაა, მაგალითად ის, რომ შეიძლება ნაკლებვადიანი პროგრამები გაჩნდეს, მაგალითად 1-წლიანი მაგისტრატურა, 3-წლიანი ბაკალავრიატი. ეს კარგია. ასევე, კარგი იქნებოდა დისტანციური კურსების განვითარება. ადგილიდან მოუწყვეტლად შეძლოს ადამიანმა სწავლა იმ საათებში, როდესაც მისთვის უფრო მოსახერხებელია. ჩვენთან ადრე იყო დაუსწრებელი სწავლება ან საღამოს სწავლების ფორმები. დღეს უკვე არის დისტანციური სწავლება ელექტრონული კურსების მეშვეობით. უფრო ინოვაციური გზებით სჯობს დახმარება. ასევე, ცხადია შეიძლება გარკვეული პროგრამები არსებობდეს იმ კატეგორიის სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც ძალიან მაღალი მოტივაცია აქვთ დაბრუნდნენ, მაგრამ შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. შეიძლება, არსებობდეს სტიპენდიების გარკვეული კატეგორია, რომელიც სწორედ ამათთვის არის განკუთვნილი. ასეთ სტუდენტებს კონკურის გზით თუ დაეხმარებიან ესეც იქნებოდა გზა. ცხადია, გაფართოება შედარებით უფრო ხელმისაწვდომი პროგრამების - ესეც გზაა. თან ისე რომ არ აზარალო პროგრამების ხარისხი“,-განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

2018 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 67 აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულებაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-ს შეადგენს. 2013 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 28 055 შეადგენდა, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 33 575-მდე გაიზარდა, 2016 წელს 35 841 შეადგინა, 2017 წლის მონაცემებით კი - 38 104. დასახელებულ პერიოდში შეინიშნებოდა რაოდენობის საშუალოდ 2000-დან 5000-მდე ზრდის ტენდენცია, ხოლო 2018 წლის მონაცემთან მიმართებით, ფიქსირდება რაოდენობის 10 547-ით ზრდა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობით, დგინდება, რომ სტუდენტის მხრიდან სტატუსის შეჩერების საფუძველს ძირითად შემთხვევაში წარმოადგენს: ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ორსულობა და ფინანსური დავალიანება. ამასთან, ბოლო პერიოდში, მიზეზთა ჩამონათვალში გაჩნდა სხვა საფუძველიც, კერძოდ, ტერმინი: „სხვა მიზეზი“. შესწავლილი მასალის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სწორედ „სხვა მიზეზის“ მითითებით, სტატუსი შეჩერებული აქვს 30 808 სტუდენტს, რაც სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 64%-ს შეადგენს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვს 16 294 სტუდენტს, რაც მათი საერთო რაოდენობის, დაახლოებით 33%-ია, ხოლო ავადმყოფობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 1 549 სტუდენტს.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება