სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებას ითხოვს
10-10-2018
-
+


„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს - „დედა ენის“ დაბრუნებას მოითხოვს.

ამ მიზნით ხვალ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შეკრება გაიმართება თემაზე: „გადავარჩინოთ ი. გოგებაშვილის „დედა ენა“; დავუბრუნოთ იგი ქართულ სკოლას!“

როგორც  „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული გოგებაშვილის „დედა ენა“ გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას შეეწირა.

„დედა ენას“ ქართული ანბანის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს - 2013 წელს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2014 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მას განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.

ეს ძეგლი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს იუნესკოს მიერ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლისა - ქართული ანბანისა (2016 წ.). ყოველივე ეს სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს ამ ძეგლის სიცოცხლისუნარიანობა და დაიცვას იგი. 

სწორედ ამ მიზნით 2018 წელს განათლების სამინისტრომ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის საფუძველზე გადაემუშავებინა სასკოლოდ ი. გოგებაშვილის „დედა ენა“. ამ საქმის ინიციატორი და ძირითადი შემსრულებელი იყო „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“. კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევდა მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია.

კომისიამ (თავმჯდომარე აკად. ა. არაბული) დათქმულ ვადებში დაასრულა სამუშაო და ი. გოგებაშვილის პრინციპების გათვალისწინებით სასკოლოდ მოამზადა ი. გოგებაშვილის „დედა ენა“. გაუგებარი მიზეზების გამო, განათლების სამინისტრომ არ შეასრულა დანაპირები და ეროვნული სკოლა დარჩა „დედა ენის“ გარეშე! ფაქტობრივ, „დედა ენა“ შეეწირა გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას. ეს ფაქტი კი გახდა ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების მიზეზი.

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება გრძნობს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობისა და ეროვნული სკოლის მიმართ“, - ნათქვამია „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება