სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა განსხვავებაა მოსწავლის გარიცხვასა და სტატუსის შეჩერებას შორის
09-10-2018
-
+


რა შემთხვევაში აქვს სკოლას მოსწავლის გარიცხვის უფლება, როდის უჩერდება მოსწავლეს სტატუსი, აქვს თუ არა გარიცხულ მოსწავლეს სხვა სკოლაში გადასვლის შესაძლებლობა და როგორ ხდება სტატუსის აღდგენა? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხი etaloni.ge-ს განათლების სამინისტრომ გასცა. 

უწყების განცხადებით, მოსწავლის გარიცხვა შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა ერთიანი გაწერილი კონკრეტული შემთხვევები, რის გამო შეიძლება მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა არ არსებობს, რადგან სკოლის შინაგანაწესის დამტკიცება ინდივიდუალურად ხდება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სანქციები კონკრეტულ დარღვევებზე შესაძლოა ყველა სკოლას განსხვავებული ჰქონდეს. 

აღსანიშნავია, რომ დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესი არ არის უნიფიცირებული დოკუმენტი და შესაბამისად არ არის ერთმანეთის მსგავსი, თუმცა ამომწურავად და დეტალურად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს.

სახდელები შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი (მითითება/გაფრთხილება/საყვედური, სასტიკი საყვედური,) გაკვეთილიდან და სკოლიდან დათხოვნა“, - აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. 

„დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. ამასთან, სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან. 

დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა“, - აცხადებს სამინისტრო. 

დისციპლინური სახდელისას, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით

თუმცა, სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.
„მოსწავლეს უფლება აქვს, გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“, - გვითხრეს ზოგადი განათლების სამმართველოში.
რაც შეეხება მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების შემთხვევებს, ზოგადი განათლების სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;

ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.


ხოლო, მოსწავლისთვის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი შემდეგ შემთხვევებში: 

მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს. 

იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი. 

იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება