სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შავი ზღვის უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი 2 კვირით გადაიდო
08-10-2018
-
+


შავი ზღვის უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ორი კვირით გადაიდო. როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი აცხადებს, შემოსავლების სამსახური ფიქრობს, გაიხმოს თუ არა თავისი სარჩელი და შეწყდეს თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

„იქიდან გამომდინარე, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ერიცხება ბიუჯეტში ზედმეტობა იმ თანხის ოდენობით, რომელიც არის საგადასახადო დავის საგანი, შემოსავლების სამსახურმა დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა პროცესის ორი კვირით გადადება. ამ პერიოდში შემოსავლების სამსახურმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა იურიდიული ინტერესი ამ დავის გაგრძელებისა. სხდომა 22 ოქტომბერს 10 საათზე ჩატარდება დ გავიგებთ, შეწყდება თუ არა სასამართლო დავა. სამართლებრივად აღარ არსებობს არანაირი იურიდიული ინტერესი და ლოგიკური იქნება, რომ თავად გაითხოვონ სარჩელი“, - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

უნივერსიტეტის წარმომადგენელი ოთარ გვაზავას თქმით კი დავალიანების არ ქონის გამო, შავი ზღვის უნივერსიტეტს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა  ყადაღის ბრძანება გაუუქმა და 2 კვირიანი ვადის საჭიროება გაურკვეველია.

 „თანხა 27 აგვისტოს გადავიხადეთ და გაურკვეველია ეს ორკვირიანი ვადა რისთვისაა საჭირო, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს პოზიცია გადამხდელის მიმართ უკვე დაფიქსირებული აქვს. ტექნიკური საკითხის მოგვარებას ორი კვირა არ სჭირდება“,-აცხადებს ოთარ გვაზავა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება