სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბიუჯეტში ცვლილებაა - რამდენი დაიხარჯება 2019 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით
04-10-2018
-
+


მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად, დაახლოებით 738 მილიონი ლარი იქნება მიმართული, მათ შორის განისაზღვრა:

  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 617.2 მლნ ლარით;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 11.7 მლნ ლარამდე;
  • უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 15.7 მლნ ლარზე მეტი;
  • მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 18.0 მლნ ლარამდე;
  • საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 22.5 მლნ ლარით
  • პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" – 25.1 მლნ ლარით.

2018 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად, დაახლოებით, 681 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე შეიმუშავა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დარგების მიხედვით იმსჯელებენ.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტი რამდენჯერმე გადამუშავდება, საბოლოოდ კი პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს დაახლოებით, 300 მილიონი ლარით იზრდება. 2019 წლის ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა.

გთავაზობთ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ერთ-ერთი თავიდან სკოლამდელი და ზოგადი განათლების პრიორიტეტებისა და პროგრამების შესახებ ამონარიდს:

„ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის;

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აუცილებელი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა;

მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება;

ეროვნული შეფასებების სისტემის სრულყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების უზრუნველყოფა;

საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებისათვის და კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა კატეგორიების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;

სკოლებში იმ მოსწავლეების ტრანსპორტირების პროცესის ხელშეწყობა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში (სოფელი, დაბა) სადაც არ ფუნქციონირებს სკოლა და მანძილი სოფლებს შორის შესამჩნევია, ასევე აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები;

ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;

სასკოლო ინიციატივების წახალისება;

ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების კვალიფიციური ფსიქო-სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფა;

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება;

ელექტრონული სწავლა-სწავლების ხელშეწყობა;

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;

სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;

საჯარო სკოლების პირველკლასელი მოსწავლეების და მათი დამრიგებლების უზრუნველყოფა პორტაბელური კომპიუტერებით (ნოუთბუქებით);

წარჩინებული მოსწავლეების წახალისება კომპიუტერული ტექნიკით“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

რას ნიშნავს „სიქს-სევენ“, რომელსაც მასწავლებლების გასაბრაზებლად ბავშვები ხშირად იყენებენ და რატომ დააბნია მასწავლებლები მთელ მსოფლიოში

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება