| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იმუნიტეტი - ჩვენი ორგანიზმის დამცავი ფუნქციაა. იგი დაავადებებისგან გვიცავს.
მაგრამ რატომ აქვს ზოგ ადამიანს ძლიერი იმუნიტეტი? სხვებს - კი სუსტი? და შეიძლება თუ არა მისი ამაღლება?
იმუნურ სისტემასთან ბევრი მითია დაკავშირებული. განსაკუთრებით ხშირად მას რეკლამის სპეციალისტები იყენებენ. ისინი იმუნიტეტის ასამაღლებლად სხვადასხვა ჯადოსნურ დანამატებს გვირჩევენ. მეცნიერები კი ამბობენ, რომ სასწაულმოქმედი საშუალებები, რომლებიც ჩვენს იმუნიტეტის მყისიერად გააუმჯობესებს, არ არსებობს.

იმუნიტეტი ნაწლავებში ცხოვრობს. ჩვენმა იმუნიტეტმა ბინა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაიდო. ნაწლავის ბაქტერიები ჯანმრთელობას იცავს და ვირუსებისა და ბაქტერიების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებს.
სტერილურობა - იმუნიტეტის მტერი. ხშირად ავადმყოფ ბავშვს თითქმის სტერილურ პირობებში ათავსებენ. ჰიგიენა აუცილებელია, მაგრამ გადაჭარბებული სისუფთავე იმუნიტეტის მტერია. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, იმუნიტეტის საუკეთესო სავარჯიშო - დაავადებებია.
ვაქცინაცია ასევე ვარჯიშია. არა მხოლოდ დაავადებები გვეხმარება იმუნიტეტის გავარჯიშებაში. ვაქცინაცია - იმუნიტეტისთვის შესანიშნავი ტრენაჟორია. აცრის დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა დაავადებას ეცნობა და რეალური შეტევის დროს, მზადაა მას წინ მომზადებული აღუდგეს.

დაავადების სიმპტომები იმუნური სისტემის სწორ მუშაობაზე მიანიშნებს. უბრალოდ მისთვის ეს დაავადება ახალია და მის დასამარცხებლად დრო სჭირდება. ვირუსებთან და ბაქტერიებთან ყველა შეხვედრა დაავადებით არ სრულდება. ხშირად იმუნური სისტემა თავის საქმეს ჩუმად აკეთებს, სანამ ოფისში ყავას ვსვამთ.
მეცნიერებმა არ იციან, რატომ ვართ ავად უფრო ხშირად წელიწადის ცივ დროს. მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, სადაც მოხალისეები აიძულეს გაყინულ წყალში ჩასულიყვნენ. დაავადებების კავშირი ჰიპოთერმიასთან ვერ იპოვეს. მაგრამ ივარაუდეს: დამნაშავე ცივი ჰაერი და უმზეობაა.
ცივი ჰაერი ლორწოვანი გარსის მიკრო დაზიანებებს იწვევს და ვირუსები ორგანიზმში მარტივად აღწევს. ვიტამინი D კი იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობისთვის არის საჭირო.
პრეპარატებით იმუნიტეტის ხელოვნურად ამაღლება არ ღირს. თუ, რა თქმა უნდა, თქვენ იმუნოდეფიციტის დიაგნოზი არ დაგისვეს. ასეთი აბების ეფექტი პლაცებო ეფექტის ტოლფასია. მაგრამ ფსიქოთერაპია, თუნდაც ყველასთვის ცნობილი ექინაცეას მიღებით, კარგია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე