სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგიონების სკოლებში შესაძლოა პროფესიული ცენტრები და საბავშო ბაღები გაიხსნას
26-09-2018
-
+


საქართველოს მასშტაბით, სკოლების შემოწმება ხორციელდება, რის შემდეგადაც, შესაძლოა, რეგიონების სკოლებში გაიხსნას პროფესიული პროგრამებისთვის სივრცე, ახალგაზრდობის ცენტრი ან საბავშო ბაღი.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ „სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე“ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ შემოწმებას განათლების სამინისტროსთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს.

„ის საქმიანობა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვაწარმოებთ, გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს რეგიონებში. მაგალითად, შესაძლებელია, სკოლამ სხვადასხვა ფუნქცია აიღოს თავის თავზე. მაგალითად, რომელიმე პროფესიული პროგრამა შეიძლება იყოს სკოლის სივრცეში გახსნილი ან ბაღი ან ახალგაზრდობის ცენტრი. სკოლები ბევრ რეგიონში არის ერთადერთი თუ არა ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელიც არსებობს იმ მუნიციპალიტეტში. ამიტომ სკოლის გამოყენება ასეთ მრავალფუნქციურ, მულტიფუნქციურ ცენტრებად არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ მხარდაჭერით მიმდინარეობს სკოლების აღწერა მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ საბოლოოდ გვექნება ნათელი სურათი რა ფართს ვფლობთ, რა მდგომარებაშია სკოლები, როგორც ინფრასტრუქტურულად შიდა მოწყობის მიხედვით, ასევე გარე პერიმეტრის მიმართულებით“,-აღნიშნა აბულაძემ.

მან ასევე, სკოლამდელ განათლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხედვის ძირითადი საფუძველი სკოლამდელი განათლების მხარდაჭერაა.

ირინა აბულაძემ კონფერენციაზე სასკოლო ასაკის დაწევის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად, როგორი მზაობით შედიან მოსწავლეები სკოლაში ეს  მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ მომავალ აკადემიურ მიღწევებს. ბევრი კითხვა დაისვა სასკოლო ასაკთან მიმართებაში, რომ ხომ არ ვაპირებთ გადავხედოთ სასკოლო ასაკის დაწევას. მოგეხსენებათ, ახლა მოსწავლე 6 წელზე ადრე სკოლაში ვერ შედის. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით მაშინ და ფსიქოლოგების რეკომენდაციით. მათ შეისწავლეს დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა, მისაღწევი შედეგები და ის სკოლამდელი განათლების შესაძლებლობები, რომლებიც მაშინ ქვეყანაში არსებობდა. ჩაითვალა, რომ პარალელურად იმისა, რომ უნდა არსებობდეს  სკოლამდელი განათლების საფეხური, აუცილებელია, რომ მოსწავლე მინიმუმ 6 წლის იყოს, რათა ასაკით მაინც დავაბალანსოთ მზაობა“,-განაცხადა აბულაძემ.

განათლების მინისტრის მოადგილის ცნობითვე, სასკოლო მზაობის პროგრამები უზრუნველყოფს, რომ ბავშვები უფრო მომზადებულები შევიდნენ სკოლებში.

„ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ სტანდარტები, რომელიც უკვე დამტკიცდა სკოლამდელ განათლებაში, როგორც 5-6 წლამდე, ასევე 2-4 წლამდე ბავშვებისთვის, ამ სტანდარტების დასანერგად შევქმნათ მრავალფეროვანი რესურსები და ეს პროგრამები ხელმისაწვდომი იყოს, რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის. დღევანდელი ინფორმაციით, 5-6 წლიანი მოსწავლეების მხოლოდ 25%-ს ფარავს სისტემა  სასკოლო მზაობის დაფარვის ნაწილში და ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ მომავალ 5-წლიან პერსპექტივაში უნდა ვისაუბროთ, რომ ეს დაფარვა იყოს აბსოლუტური“,-განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება