სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის ტანსაცმლის ფერზე შეზღუდვა დაწესდა - რა განმარტებას აკეთებს სკოლის დირექტორი
20-09-2018
-
+


თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ახალ სასწავლო წელს ჩაცმულობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოიწვია.

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, I-XII კლასების ჩათვლით მოსწავლეები სკოლაში უნდა გამოცხადნენ ლურჯი ან შავი ჯინსის ან ნაჭრის ქვედატანით, ხოლო ზედატანი უნდა იყოს თეთრი ფერის. თუ აღნიშნული წესი დაირღვევა, მოსწავლის სკოლიდან გაშვება მოხდება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლის ფეისბუქ-გვერდზე მშობელთა ნაწილმა გააპროტესტა, მათი თქმით, ცალკე სკოლის სამოსზე ზრუნვა, ცალკე კი -  სხვაგან ჩასაცმელზე, ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასევე მშობლების აზრით, თეთრი ფერი არაკომფორტულია, რადგან ადვილად ისვრება. 

როგორც ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის დირექტორმა, დავით ჭეიშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული წესი მხოლოდ რამდენიმე მოსწავლემ დაარღვია, საყვედური კი არავის არ გამოცხადებია.  

მან ასევე აღნიშნა, რომ სკოლის შინაგანაწესს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო და დირექტორს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან შემხებლობა არ აქვს.  

„ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მშობელთა უმრავლესობამ, რაც გაიზიარა სამეურვეო საბჭომ. მე არც იურიდიული არც მორალური უფლება არ მაქვს, რომ რამე წინააღმდეგობა გამოვხატო. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი აზრი, მაგრამ უმრავლესობას არ აქვს ამის შესახებ პროტესტი“,-აღნიშნა დავით ჭეიშვილმა.  

კითხვაზე შესაძლებელი არის თუ არა შინაგანაწესი შეიცვალოს, N87 საჯარო სკოლის დირექტორმა გვიპასუხა: „თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი არის თუ არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შეცვლა?!“  

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ვკითხულობთ: „სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე“.  

ამავე კანონში წერია, რომ „სასკოლო ფორმის დაწესებისას, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით“. 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება