სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვინ და რატომ მოიგონა სკოლა - როდის დაენიშნათ მასწავლებლებს ხელფასი
22-09-2021
-
+


განათლება საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. იგი მოწოდებულია არა მხოლოდ ადამიანების, არამედ მთელი სახელმწოფოს სწავლისა და აღზრდისკენ, შედეგადად ადამიანი ყალიბდება როგორც პიროვნება და იძენს ცოდნას, უნარებს, ნორმებს და ღირებულებებს. etaloni.ge გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას თუ როგორ გაჩნდა პირველი სკოლები.

თავიდან ადამიანების სწავლა-განათლება სახლის პირობებში ხორციელდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ბავშვები მშობლების ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას იზიარებდნენ ყოველდღიური საქმიანობისა და ურთიერთობის გზით: მასწავლებელი ამზადებს საკვებს, იგონებს შრომის იარაღებს, საქონელს უვლის და ა.შ.

ახალი სახელმწიფოების შექმნასთან ერთად, დამწერლობა და მათემატიკური სიმბოლოკა გამოიგონეს, გაჩნდა განათლებული ადამიანების საჭიროება, რომელთაც სპეციალური ცოდნა და უნარები ექნებოდათ.

ამან კი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი. საჭირო გახდა სპეციალური დაწესებულებების აშენება და მცოდნე მასწავლებლები, რომ ბავშვებს აუცილებელი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

სწორედ ასე გაჩნდა ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით III ათასი წლის წინ პირველი სპეციალიზირებული სასწავლო დაწესებულებები ეგვიპტესა და ბაბილონში. აქ წიგნიერებას, წერას, მათემატიკას, რელიგიას, მითოლოგიას, ტანვარჯიშსა და მუსიკას ასწავლიდნენ.

ასეთ სასწავლო დაწესებულებებს ბაბილონში „ფირფიტების სახლები“ ერქვა, ეგვიპტეში კი - „მწიგნობართა სახლები“. მათი ბიბლიოთეკები კი კულტურის ცენტრად ითვლებოდა, რადგან მათში ლურსმული დამწერლობის ფასეული ტექსტები ინახებოდა. სწავლა ასეთ დაწესებულებებში 5 -7 წლიდან იწყებოდა და 20-25 წლის ასაკში მთავრდებოდა. დაგვიანებისთვის, ცუდი ქცევისა და დაუდევარი ხელწერისთვის ფართოდ გამოიყენებოდა ფიზიკური დასჯა, რაც ნორმად ითვლებოდა, რომ ბავშვი დისციპლინირებული და მორჩილი გაზრდილიყო.

ანტიკურ ხანაში განათლების სისტემამ ძალა მოიკრიბა და მსხვილი სკოლები გაჩნდა. ძველბერძნულ სკოლებში აღზრდის სამი სახეობა არსებობდა: სპარტანული, ათონური და რომაული.

სპარტაში ყველა სკოლა სახელმწიფო იყო და სამხედრო განათლებას მოიცავდა. ასეთი განათლება საერთო იყო როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგონებისთვის და მისი მთავარი მიზანი იყო ფიზიკურად ძლიერი, ამტანი და მამაცი მეომრის აღზრდა. ბავშვები სკოლაში დაბადებიდან 18 წლამდე იწვრთნებოდნენ და განათლებას ყველა დისციპლინაში იღებდნენ, მათ შორის მორჩილებისა და სირთულეების დაძლევის უნარს სწავლობდნენ.

ათენში - სასკოლო განათლებას მხოლოდ ბიჭები იღებდნენ, გოგონები სახლის პირობებში მეცადინეობდნენ. ათენის ყველა სკოლა კერძო იყო, აქ ცვილის ფირფიტებზე ჩვეულებრივი ჩხირებით წერას, ანგარიშს, სიმღერასა და ცეკვას ასწავლიდნენ. ასეთი განათლების ძირითადი მიზანი იყო იდეალური, მორალურად განვითარებული პიროვნების აღზრდა.

ძველ რომში მთავარი ღირებულება სახელმწიფო იყო და არა პიროვნება. საზოგადოების იერარქიულ ფენებად დაყოფის შემდეგ სწავლა ორ სახეობად დაყვეს: ფასიანი სკოლები საშუალო ფენისთვის, სადაც წერას, ანგარიშსა და კითხვას ასწავლიდნენ და გრამატიკული სკოლები მაღალი ფენებისთვის, სადაც  სიღრმისეულად ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, ბერძნული და ლათინური ენები. იმ ადამიანების შვილებს, რომლებიც ქვედა ფენას ეკუთვნოდნენ ხელოსნებთან ან ვაჭრებთან დიდი ხნით აგზავნიდნენ, სადაც ბავშვები მათ ხელობას ეუფლებოდნენ. 

გარდა ამისა ძველბერძნულ განათლების სისტემაში რიტორიკული სკოლები არსებობდა, რომელებშიც მოსწავლეები ასტრონომიას, მათემატიკას, ფილოსოფიას და დებატების ხელოვნებას სწავლობდნენ. ასეთი სკოლები მომავალში სახელმწიფო დაწესებულებები გახდა, მასწავლებლებს კი შრომისთვის ყოველთვიური ანაზღაურება დაუწესდათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება