სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აუცილებელია თუ არა მარიამობას დაბადებულს მარიამი დავარქვათ
28-08-2018
-
+


მართლმადიდებლური ეკლესია მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ და სხვა სასულიერო თარიღების აღნიშვნას ხალხში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებებიც ახლავს, მათ შორის ამ დღეს დაბადებულთათვის წმინდანის სახელის წოდება. როგორ უნდა აღვნიშნოთ მარიამობა სწორად, რა დოზით მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია და აუცილებელია თუ არა ამ დღეს დაბადებულ გოგონას მარიამი ვუწოდოთ, ამ თემებზე Etaloni.ge-ს წმინდა მოწამე კვირიკასა და ივლიტას ტაძრის მღვდელმსახური მამა ლევან ალადაშვილი ესაუბრა. 

- ქრისტიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია მცენებებს ყოველ დღე აღასრულებდეს. ქრისტე გვასწავლის, „მე თუ გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიმარხეთ“. რაც შეეხება კონკრეტულად დღესასწაულების აღნიშვნას, ხშირად სამწუხარო მოვლენებს ვადევნებთ თვალს, რომ ადამიანებისთვის მაგალითად ფერისცვალება არის ხილის კურთხევა, იმის იქით კი რა ხდება, არ იციან. ან თუნდაც ბზობა - მხოლოდ ბზის კურთხევასთან რომ ასოცირდება და ა.შ. ეს ზედაპირულზე უარესი დამოკიდებულებაა და უნდა შეიცვალოს.

ჩვენ თავს ვეძახით ქრისტიანებს, თუმცა არ ვცხოვრობთ ქრისტიანულად. ამის ელემენტარული მიზეზი კი ისა, რომ სახარებასაც არ ვკითხულობთ. შეუძლებელია ადამიანი ქრისტიანი იყოს და სახარება არ ჰქონდეს წაკითხული, ისევე როგორც მათემატიკოს-მათემატიკის წიგნი არ ჰქონდეს გადაშლილი. არ ვიცით რა გვასწავლა ქრისტემ, რისკენ მოგვიწოდა. სწორედ ამიტომ ამბობენ მერე-„მე მწამს, მაგრამ ჩემებურად“.

ეკლესია რასაც ასწავლით, მღვდლების მოგონილი ჰგონიათ და პროტესტი უჩნდებათ. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, უნდა გვწამდეს ისე, როგორც ქრისტე გვასწავლის. თუ ჩვენებურად გვწამს, ე.ი. რაღაც ახალ რელიგიას ვიგონებთ. თუ სახარების წაკითხვას და მის შესრულებას ვეცდებით, აღმოვაჩენთ რომ ზუსტად იმავეს გვასწავლის ეკლესიაც. როცა მარიამობა ან სხვა დღესასწაული მხოლოდ ჭამა-სმასთან და ერთი სანთლის დანთებასთანაა დაკავშირებული, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.

მეტის გაკეთება შეგვიძლია. ბუნებრივია წირვა-ლოცვას უნდა დავესწროთ და არა მხოლოდ ამ დღეს, ვეზიაროთ, მარხვა დავიცვათ, მცნებები შევასრულოთ და ეს არ იყოს რიტუალური სახის. გვესმოდეს რას და რატომ ვაკეთებთ. 

- როგორ ვესაუბროთ მცირეწლოვანს მარიამობის და სხვა ქრისტიანული დღესასწაულების შესახებ? 

- ბუნებრივია, ბავშვებს უნდა მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია, საუბრის ფორმას კი, განსაზღვრავს მშობელი. სასურველია, სულიერ მამასაც ვკითხოთ, რომელთანაც დაგვყავს შვილი, თუ რა მხრივ და დოზით მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია. 

- აუცილებელია თუ არა მარიამობის დღესასწაულზე დაბადებულ გოგონას მარიამი დავარქვათ? 

- არ არის აუცილებელი. მიღებული წესია, თუმცა საპირისპირო მოსაზრებაც მსმენია, რომ პირიქით, უპრიანი არ არის. შეზღუდულები არ ვართ, რომ ამ დღეს დაბადებულ ბავშვს აუცილებლად მარიამი დავარქვათ. მშობლების არჩევანია და რაც სურთ, ის უნდა დაარქვან. 

- როცა ორი სახელი აქვს ბავშვს - ნათლობის და საერო, მშობელმა რომელი უნდა დაუძახოს?

- მე პირადად ორი სახელის წინააღმდეგი ვარ. ბავშვს ერთი სახელი უნდა ერქვას. სასურველია მშობელმა განსაზღვროს ისე, რომ ერთი სახელი ერქვას ბავშვს და ისე მიმართოს. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება