სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ არიან იაპონელი მასწავლებლები მსოფლიოში ყველაზე დაკავებულები
27-08-2018
-
+


იაპონელი მასწავლებლები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ.

ისინი გათენებიდან გვიან საღამომდე შრომობენ და იძულებულნი არიან სამსახურში უქმე დღეებშიც გავიდნენ.

Teaching and Learning International Survey (TALIS) -ის კვლევა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 34 ქვეყანაში ჩატარდა, მოწმობს, რომ იაპონელი მასწავლებლები სამუშაო დღის ხანგრძლივობის თვალსაზრისით უპირობო ლიდერები არიან.

მაგრამ ეს საგაკვეთილო საათებთან დაკავშირებული არ არის. სწავლების დატვირთვის თვალსაზრისით იაპონიის მაჩვენებელი, პირიქით, საშუალოზე ნაკლებია. სამაგიეროდ კრებებზე, გაკვეთილებისთვის მოსამზადებლად და სხვა საქმიანობისთვის დახარჯული დრო ბევრად აღემატება კვლევაში მონაწილე ქვეყნების პედაგოგების მაჩვენებლებს. 

განსაკუთრებით მაღალია კლასგარეშე საქმიანობისთვის (წრეები, კლუბები,სექციები და ა.შ) გამოყოფილი საათების რაოდენობა. კლასგარეშე საქმიანობა იაპონიაში კლუბებსა და წრეებს ნიშნავს, რომელსაც ბუკაცუს უწოდებენ. 

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, არასაგაკვეთილო საათებში (დილით ადრე, გაკვეთილების შემდეგ და უქმე დღეებში) სპორტულ და კულტურულ საქმიანობაში მონაწილეობენ. ასეთი წრეების (ბუკაცუს) ხელმძღვანელობა მასწავლებლებს დიდ დროს ართმევს.

სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაში წრეების მიზანი განისაზღვრება, როგორც მოსწავლეებში სპორტის, კულტურის, მეცნიერებისა და ა.შ გაცნობა და პოპულარიზაცია, სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის განვითარება.

ბუკაცუ მოსწავლეებს  მცირე გადასახადის სანაცვლოდ სპორტული და კულტურული აქტივობის შესაძლებლობას აძლევს.

სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, არასაგაკვეთილო საათებში კლუბებსა და წრეებში ჩართულობა ნებაყოფლობით ხორცილდება. რაც ნიშნავს რომ სპორტულ სექციებსა და ზოგადკულტურულ წრეებში საქმიანობა ოფიციალურად საგანმანათლებლო პროგრამაში არ შედის და მხოლოდ მსურველებისთვის ტარდება. 

თუმცა, ზოგიერთი სკოლები ფაქტობრივად აიძულებენ მოსწავლეებს კლუბებსა და წრეებში მონაწილეობას. მაგრამ იქაც კი, სადაც ბუკაცუ სავალდებულოდ არ ითვლება, ფაქტობრივად ყველა მოსწავლე ჩაწერილია რომელიღაც კლუბში.

კვლევისა და განათლების განვითარების ინსტიტუტის - Benesse 2009 წლის კვლევის თანახმად, იაპონელი მოსწავლეების 90% კლუბებშია გაწევრიანებული ან მათში ადრე მონაწილეობდნენ.

თავდაპირველი ჩანაფიქრით, არასაგაკვეთილო საქმიანობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც. ითვლება, რომ კლუბების ხელმძღვნელი მასწავლებლები ამ საქმით, მხოლოდ საკუთარი ინიციატივით არიან დაკავებულნი, რადგან არასაკლასო სამუშო არ შედის სავალდებულო სასკოლო პროგრამაში.

პრაქტიკაში კი, თითოეული პედაგოგი ამა თუ იმ წრეზეა პასუხისმგებელი. 2006 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, არასაგაკვეთილო საქმიანობაში საშუალო სკოლების მასწავლებლების 92,4% იყო ჩართული. 

რადგან ოფიციალურად წრეების ხელმძღვანელობა ნებაყოფლობად ითვლება და პედაგოგები საკუთარი ინიციატივით მუშაობენ, არასაგაკვეთილო საქმიანობა არ ნაზღაურდება. უქმე დღეებში კი რამდენიმე ათასი იენის კომპენსაციაც საკმარისია. 

მოსწავლეები მცირე თანხის სანაცვლოდ გარანტირებულ სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებს იღებენ, მაგრამ ეს მასწავლებლის უსასყიდლო შრომის ფასად ხდება.

მომზადებულია nippon.com-ის მიხედვით. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება