სიახლეები
სამასწავლებლო

რა გავლენას ახდენს მოსწავლეებზე წარმატებული ადამიანების სტუმრობა სკოლაში
23-08-2018
-
+


ადამიანები, რომლებიც წარმატებას აღწევენ, ხშირად, საკუთარ გამოცდილებას სკოლის მოსწავლეებს უზიარებენ. ამისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიება თუ შეხვედრა ეწყობა ხოლმე. საჯარო სკოლების დირექტორების აზრით, ბავშვები მათთვის საინტერესო და წარმატებულ პირებთან შეხვედრით სწავლის მოტივაციას იმაღლებენ. უფრო ზუსტად, რა მნიშვნელობა აქვს შემდგარი ადამიანების სტუმრობას სკოლაში და ვისთან სურთ მოსწავლეებს შეხვედრა, Etaloni.ge დირექტორებს ესაუბრა. 

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი მაია თავართქილაძე: წარმატებული ადამიანების სტუმრობას სკოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც გამოცდილებას მოიცავს, დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე. ჩვენი სკოლა დაამთავრეს მწერალმა გიორგი კეკელიძემ და პოლიტიკოსმა არჩილ თალაკვაძემ, მოსწავლეებმაც მათთან შეხვედრა მოისურვეს, რათა უფრო ზუსტად და დეტალურად გაცნობოდნენ მათ გზას წარმატებისკენ. ბავშვებმა ყველა კითხვაზე პასუხი მიიღეს და შეხვედრებით კმაყოფილნი დარჩნენ. მოსწავლეებს ამჯერად სურთ წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა. შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებები ჩვენს სკოლაში გაგრძელდება. 

ოზურგეთის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ქადიეშვილი: საერთოდ, ცნობილია, რომ ცოცხალი მაგალითები მეტ სტიმულს და მოტივაციას იწვევს, უფრო დამარწმუნებელია, ვიდრე წაკითხული ან-გაგონილი. როცა პიროვნება თავად ესაუბრება წარმატების შესახებ, ბავშვი მეტად ენდობა, მოტივირებულია, უკვირდება და უფიქრდება, თუ რა შრომის ფასი უჯდება ეს წარმატება ადამიანს. მაგალითად, სკოლაში წარმატებული სპორტსმენები გვყავდა სტუმრად, რომელთაც ბავშვებთან ისაუბრეს, რომ სპორტის პარალელურად ისინი გულმოდგინედ სწავლობდნენ, რომ შრომისა და სწავლის გარეშე წარმატება მიუღწეველია. ასევე, ჩვენი მოსწავლეების სურვილით, რამდენჯერმე მოეწყო მეცნიერებთან შეხვედრა, რომელთაც ბავშვებს აუხსნეს და დაანახეს, რომ  ყველაფერს მნიშვნელოვანს შრომა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ წარმატებულ ოზურგეთელ მსახიობთან გვქონდა შეხვედრა, რომელმაც გასტროლის დროს პრიზი მიიღო და ბავშვებს სწორედ თავისი წარმატების  შესახებ ესაუბრა. 

გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლა, დირექტორი ციური გოგიბერიძე: წარმატებულ ადამიანთან პირისპირ შეხვედრა და მასთან საუბარი ძალიან სასარგებლოა აღმზრდელობითი კუთხით. მოსწავლეებისთვის ამ დროს სამაგალითო ხდება ის გზა, რომელზეც მოწვეული სტუმარი საუბრობს. ამ დროს ის უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მიღწევებს, მოუთხრობს სირთულეებსა თუ გამარჯვებებზე, და რაც მთავარია, იმ შრომაზე, რომელიც ამ წარმატებას დასჭირდა. მოსწავლეებსაც ამით მოტივაცია ექმნებათ. როგორც წესი, ბავშვები მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრას ითხოვენ ხოლმე. მაგალითად, ახლა აღნიშნეს, რომ ლაშა ბუღაძის სტუმრობა სურთ. ვფიქრობთ, ეს შეხვედრა მოვაწყოთ. ასევე, მოსწავლეები სხვადასხვა სახლ-მუზეუმში დაგვყავს, რათა მეტად ინფორმირებულნი გახდნენ, შემოქმედებით ღონისძიებებსაც ხშირად ვმართავთ. 

ვაკიჯვრის საჯარო სკოლა, დირექტორი ანეტა გედევანოვი: წარმატების მოდელზე დაკვირვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოცხალი საუბარი და შეხვედრა მოსწავლეებს უფრო მეტ გამოცდილებას სძენს. მათ მოტივაცია უმაღლდებათ, რომ თავადაც მიაღწიონ წარმატებას. სკოლაში სხვადასხვა სახის შეხვედრა მუდმივად იმართება. ბოლო პერიოდში ბულინგთან ბრძოლაზე ვამახვლებდით ყურადღებას და ამის გარშემო გვყავდა სტუმრებიც. როგორც წესი, მოსწავლეებს მოსწონთ ასეთი დებატები. ასევე, ჩვენ მოსწავლეებს სპორტი უყვართ და სხვადასხვა სპორტსმენი გვყავდა სტუმრად. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, შეჯიბრიც ხომ არ მოვაწყოთ  სხვა სკოლებთან. 

საპრასიის საჯარო სკოლა, დირექტორი  ავთანდილ ხურციძე: სკოლის მოსწავლეებისთვის წარმატებულ და ამავდროულად, საყვარელ პირთან შეხვედრას, მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამგვარი აქტივობები ბავშვებს შემოქმედებით უნარებს უვითარებს. მაგალითად, ბოლოს მწერალ დათო ტურაშვილთან მოისურვეს შეხვედრა და ეს მოვაწყვეთ კიდეც. მოსწავლეებმა საყვარელ ავტორთან ერთად მისი ნაწარმოებები განიხილეს.
 
ზედა ბზვანის საჯარო სკოლა, დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი: მას შემდეგ რაც ჩვენმა მოსწავლეებმა  „ჯინსების თაობა“ წაიკითხეს, მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. ამგვარი შეხვედრები კი მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის მნიშვნელოვან პირს კითხვებს პირდაპირ უსვამენ. წარმატებულ ადამიანს შეუძლია საკუთარი  გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიაროს და პროფესიის არჩევანშიც კი დაეხმაროს იმით, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ რა აინტერესებთ. 

ციხესულორის საჯარო სკოლა, დირექტორი ნატო ჩახუნაშვილი: წარმატებული ადამიანის მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დროს მოსწავლეები შრომისა და სწავლის ფასს იგებენ. თუმცა, სამწუხაროდ, რადგან ჩვენი სკოლა 9-წლიანი და მცირეკონტიგენტიანია, ჯერ ცნობილი სახე სტუმრად არ გვყოლია. სამომავლოდ შესაძლოა, ეს დავგეგმოთ.   

ზედაგორას საჯარო სკოლა, დირექტორი ნაირა ქარჩხაძე–გოგაბერიშვილი: ჩვენი მოსწავლეები შეხვედრის სურვილს უფრო მწერლებისა და მსახიობების  მიმართ გამოთქვამენ. რა თქმა უნდა, ამგვარ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დროს, ავტორიტეტის დადებითი გავლენიდან გამომდინარე, მოსწავლემ საკუთარ მომავალს შესაძლოა, უფრო სხვა კუთხით შეხედოს და თუნდაც პროფესია სწორად აირჩიოს. სამომავლოდ, არ გამოვრიცხავ, ლაშა ბუღაძე მოვიწვიოთ სტუმრად. 

მიქელეფონის საჯარო სკოლა, დირექტორი მადონა კოპალეიშვილი: წარმატებული ადამიანის სტუმრობას მოსწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეიძლება ის მისთვის მაგალითი გახდეს და პროფესიული არჩევანშიც კი დაეხმაროს. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და  სამწუხაროდ, სტუმარი ჯერ არ გვყოლია. თუმცა, სამომავლოდ, ალბათ, მწერლებზე ან მსახიობებზე შევაჩერებთ არჩევანს. 

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„წარმატებას და ბევრ საინტერესო აქტივობას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“
„დასუფთავების აქცია მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა“,- ამბობენ სკოლაში
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, დედამიწის შესახებ საინტერესო ფაქტები გააჟღერეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება