სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„ომის ბავშვები“ – აფხაზეთის ომიდან 25 წლის შემდეგ... ფოტოები, რომლებიც შეგძრავთ...
14-08-2018
-
+


14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. 1992 წელს პირველი შეიარაღებული დაპირისპირების ფარგლებში ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი კონტიგენტი შევიდა.

ოპერაცია ერთის მხრივ შეთანხმებული იყო ავტონომიურ რესპუბლიკის ხელმძღვანელ ვლადისლავ არძინბასთან, მაგრამ ჯარს სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს და რუსეთ-საქართველოს შორის 403 დღიანი ომი დაიწყო.

ომის შედეგად დაიღუპა ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი. 300 000 ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა...

ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი 1993 წლის სექტემბერში საქართველოს ესტუმრა და სწორედ მის ფოტო ობიექტივს შემორჩა აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები.

ომმა არ იცის ადამიანების გარჩევა... ბავშვი, ქალი, მოხუცი - აქ არავის ინდობენ. გოლდვოტერის ომის კოლექციიდან, გადავწყვიტეთ აფხაზეთის ომის ბავშვების უიშვიათესი ფოტოები შემოგვეთავაზებინა, სადაც კარგად ჩანს ის სისასტიკე და ომი, რაც მათ ამ ასაკში გადაიტანეს...

1. ქალაქი ოჩამჩირე - მგზავრებით სავსე მატარებელი, რომელიც მალე ქალაქს დატოვებს.



2. ოჩამჩირე - პატარა გოგონა ჯარისკაცს ყუმბარას უბრუნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ სათამაშოდ ითხოვა.



3. ზუგდიდის ხიდი - ოჯახი შვილებთან ერთად ომს გამოექცა...



4. გზა ოჩამჩირიდან-გალისკენ



5. სოხუმის დაცემის მეორე დღე - მოსახლეობა ოჩამჩირეს სატვირთო მანქანებით ტოვებს.



6. კიდევ ერთი ფოტო - ზუგდიდის ხიდი, საკუთარ ქვეყანაში დევნილი ადამიანები, ისევ საკუთარ ქვეყანას აფარებენ თავს...



7. სიცივისგან დასაცავად ბებია შვილიშვილებთან  ერთად მანქანას აფარებს თავს...



კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება