სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის
23-05-2026
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა.

თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებების მიერ იმავე მუნიციპალიტეტში ყოველ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამაზე გათვალისწინებულ საფასურს პროგრამის სახეობის შესაბამისად ემატება შემდეგი საფასური:

ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 3 841.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 470.00 ლარს;

ბ) საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 4 175.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 693.00 ლარს;

გ) საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 3 953.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 470.00 ლარს;

დ) დაწყებითი და საბაზო ან დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 5953.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 7 693.00 ლარს;

ე) საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 5 730.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 7581.00 ლარს;

ვ) სხვა მუნიციპალიტეტში ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის შეადგენს:

ვ.ა) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებისათვის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის ფარგლებში – 7 619.00 ლარს;

ვ.ბ) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებისათვის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის გარეთ – 10 026.00 ლარს;

ვ.გ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, მისი მუნიციპალიტეტის გარეთ, გარდა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტისა – 10 026.00 ლარს;

ვ.დ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, მისი მუნიციპალიტეტის გარეთ, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ფარგლებში – 7 619.00 ლარს;

ზ) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებებისათვის, იმავე მუნიციპალიტეტებში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამების დამატების საფასური შეადგენს – 7 619.00 ლარს;

თ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, იმავე მუნიციპალიტეტში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამების დამატების საფასური შეადგენს – 10 026.00 ლარს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება