სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია
24-05-2026
-
+


მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა იმ საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა, რომელთა სწავლის უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ბაკალავრიატისა  და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები 

დადეგენილების მიხედვით, განისაზღვრა იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, გარდა მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სახლმწიფო უნივერსიტეტებს მიეცათ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც სურთ, ავტორიზაციის პროცესში დაიმატონ ან/და აკრედიტაციაზე წარადგინონ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლით, ვალდებულნი არიან, ავტორიზაციის/აკრედიტაციის განაცხადის სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენამდე, წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით, მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება