სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები, რჩევები

დათო ტურაშვილს „ვეფხისტყაოსანი“ ყველგან თან დააქვს
10-08-2018
-
+


მწერალი დათო ტურაშვილი წიგნის სიყვარულს 5 წლის ასაკში ეზიარა. მაშინ მამასთან ერთად წაიკითხა ასტრიდ ლინდგრენის „მაწანწალა რასმუსი“. მას მერე კი, რომ იტყვიან, წიგნი ხელიდან აღარ გაუგდია და მისი შვილებიც, მამას ძირითადად წიგნით ხელში ხედავენ. მწერლის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვი ისეთ გარემოში გაიზარდოს, სადაც უფროსები წიგნებს კითხულობენ.


- ჩამოგვითვალეთ 5 წიგნი, რომლებმაც თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველას ურჩევთ, რომ წაიკითხონ.

- მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“.

- მიგელ სერვანტესის „დონ კიხოტე“, და არა „დონ კიხოტი“ - როგორც შეცდომით არის დამკვიდრებული საქართველოში.

- შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

- გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“.

- ერნესტ ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღო“.

- რა ასაკიდან დაიწყეთ კითხვა და თქვენი წაკითხული პირველი წიგნი თუ გახსოვთ?

- ხუთი წლის ასაკში დავიწყე კითხვა. ჩემი პირველი წიგნი მამაჩემთან ერთად წავიკითხე და ეს იყო ასტრიდ ლინდგრენის „მაწანწალა რასმუსი“.

- თქვენი საყვარელი წიგნი რომელია?

- ბევრი საყვარელი წიგნი შემიძლია ჩამოვთვალო და ბევრი საყვარელი ავტორიც მყავს, მაგრამ შეზღუდვები არ მიყვარს და ყოველთვის მზად ვარ, ახალი წიგნები და მწერლებიც შევიყვარო. ასეც ხდება ხოლმე. თუმცა ახალგაზრდობიდან ამოჩემებულ წიგნებს, ზოგჯერ, როცა დრო მაქვს, ახლაც გადავიკითხავ ხოლმე. მაგალითად „ვეფხისტყაოსანი“, თუ სადმე მივფრინავ, აუცილებლად თან მიმაქვს. ეს არის პატარა, 1966 წელს გამოცემული საიუბილეო გამოცემა გუდიაშვილის ილუსტრაციებით. 

თვითმფრინავში „ვეფხისტყაოსანი“ არა მხოლოდ იმიტომ ამაქვს, რომ ყოველ გადაკითხვაზე სრულიად ახალ დეტალებს აღმოვაჩენ ხოლმე, არამედ იმიტომაც რომ თუ თვითმფრინავი ჩამოვარდება, ჩემი ფერფლის მოძებნა გაუადვილდეს ჩემ ცოლს (თუ მოუნდება, რასაკვირველია). „ვეფხისტყაოსანი“, მოგეხსენებათ,არ იწვება და სადაც ამ წიგნს მიაგნებენ, ჩემი ფერფლიც იქვე უნდა მოძებნონ.

თანამედროვე მწერლებიდან ისე მიყვარს სერგეი დავლატოვი, რომ მისი საფლავი მუხლამდე თოვლშიც კი მოვინახულე ნიუ-იორკში ყოფნის დროს. 

- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ შეაყვარონ ბავშვებს კითხვა?

- ყველაზე კარგი, ალბათ, მაინც პირადი მაგალითია და იქ, სადაც მშობლებს ხშირად ხედავენ შვილები წიგნებით ხელში, პატარებსაც უფრო ადვილად უყვარდებათ კითხვა.

- თქვენს შვილებს უყვართ კითხვა?

- ჩემს შვილებს უყვართ კითხვა და ალბათ, იმიტომ, რომ მამა, წიგნის გარეშე, არც არასოდეს უნახავთ.

- იმისთვის, რომ წერო, ბევრი კითხვაა საჭირო თუ ნიჭი საკმარისია?

- კარგად რომ წერო, მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი და ერთი კარგი წიგნი რომ დაწერო, ასი კარგი წიგნი უნდა წაიკითხო...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება