სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლე Etaloni.ge-ს საზაფხულო მეგზურობას „ეკო-ჰაბში“ გაგიწევთ
10-08-2018
-
+


Etaloni.ge-ს საზაფხულო ინიციატივას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

თავის კუთხეზე შეყვარებულ ადამიანებს სურთ, საკუთარი ემოციები Etaloni.ge-ს ერთგულ მკითხველს გაუზიარონ. 

დღეს ახალი თემით ვბრუნდებით. ნარუჯის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარი მამულაძე საკუთარი სკოლის საზაფხულო მეგზურად გვევლინება და „ეკო-ჰაბის“ შესახებ გვიყვება:

„მე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარი მამულაძე ვარ. როდესაც შემოქმედებითი აქტივობის შესახებ გავიგე, „საზაფხულო ინიციატივა მოსწავლეებისათვის,’’ სადაც შემეძლებოდა ჩემი სკოლის, დაბის, ქალაქის გამორჩეული ამბების შესახებ მომეთხრო, გადავწყვიტე, ჩემი სკოლის საზაფხულო მეგზური გავმხდარიყავი, დროებით ჟურნალისტის როლი მომერგო და Etaloni.ge-ს საშუალებით, მოსწავლეებისთვის სკოლის ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ადგილი „ეკო-ჰაბი“ გამეცნო თქვენთვის. 

„ეკო-ჰაბი“ ეს არის „ღია სივრცე“, რომელიც განკუთვნილია „მწვანე ინიციატივების“ დაგეგმვისა და განხორციელების, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო საქმიანობის ეკოლოგიურ საკითხებზე  მსჯელობისა და დისკუსიისათვის. 

ამ სფეროთი დაინტერესებული მოსწავლეები მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა კონკურსში და გარემოსდაცვით აქტივობებს ვახორციელებთ, რის შედეგადაც 2016-2017 წელს გურიის რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულები ჩვენი სკოლის ,,ეკოკლუბმა’’ დააგროვა და სკოლაში „ეკო-ჰაბის“ ოთახიც გაიხსნა. 

შეიცვალა ინფრასტრუქტურა, ოთახი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, შეივსო ავეჯით და რაც ყველაზე მთავარია, სამეცნიერო და ბიოლოგიური ლიტერატურით, რომელსაც „ეკო-ჰაბის ბიბლიოთეკას“ ვეძახით. წიგნები მრავალი საინტერესო აქტივობის განხორციელებაში გვეხმარება. ყველა პირობაა შექმნილი, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობისათვის.

აქ იმართება სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სკოლის ეკოკლუბის წევრებთან, ტარდება ტრენინგები გარემოს დაცვით და ტყის მდგრადი განვითარების საკითხებზე, ვხვდებით საინტერესო ადამიანებს, ვაწყობთ კინოჩვენებებს. 

ჩვენს სკოლაში „ეკო-ჰაბის“ არსებობა დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. აქტიურად ვართ ჩართული „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსში და ზაფხულის განმავლობაშიც ხშირად ვიკრიბებით და გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს ვახორციელებთ.“

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება